spot_img
მთავარირელიგია და ტრადიცია"კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში...

“კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები” – საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია დასკვნას აქვეყნებს არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხთან დაკავშირებით:

2025 წლის 16 ოქტომბერს გამართული
საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის
ეპარქიული კომისიის დასკვნა

კომისიის თავმჯდომარე: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

კომისიის წევრები:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი)
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელი)
დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე)

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი.

კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. კერძოდ, მის საუბრებში, როგორც ამბიონიდან, ისე საჯარო გამოსვლებში, გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ასევე, მისი მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამების გავრცელებას, თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საპატრიარქოში შეხვედრისას, მას თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, რომელზეც დაბარებული იყო და მღვდელმთავრებთან საკუთარი პოზიციის განმარტების საშუალება მიეცემოდა, არქიმანდრიტი დოროთე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. ეს კი სასულიერო პირის მხრიდან სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს.

აღნიშნულის საფუძველზე, კომისიის წევრებმა დასკვნის სახით მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე.

კომისიის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
საქართველოს საპატრიარქო
თბილისი
16.10.2025

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...