spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ...

“საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე” – ვლადიმერ ბოჟაძე

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მილიონ 438 ათას 136 მოქალაქეს. იმ ადამიანებს, ამომრჩევლებს, რომლებიც მოვიდნენ უშუალოდ კენჭისყრის დღეს, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და საკუთარი ძალაუფლება კიდევ ერთხელ დაუბრუნეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ანდეს საკუთარი მუნიციპალიტეტის ბედი. სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის დემოკრატიის მთავარი მანიშნებელი. ეს იყო 4 ოქტომბრის დღის ნათელი მხარე“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე განცხადებით, გარდა იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნებში თავად არ მიიღო მონაწილეობა, მათ საკუთარ მხარდამჭერებსაც აუკრძალეს კონსტიტუციური უფლების გამოყენება, რომ არჩევნებზე მისულიყვნენ და მოუწოდეს – 4 ოქტომბერს, 4 საათზე მოსულიყვნენ არადემოკრატიული პროცესის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის და სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ ის გეგმა, რომელიც ისახავდა ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას, სახელმწიფო გადატრიალებას – ვერ განხორციელდა. შესაძლოა, მცხეთაში ნაპოვნი იარაღი თავისუფლების მოედანზე აღმოჩენილიყო, ის ასაფეთქებელი, რომელიც უკრაინელმა მეგობრებმა გამოგიგზავნეს – სადმე სახელმწიფო შენობასთან ახლოს აფეთქებულიყო. მადლობა, რომ ეს ყველაფერი ასე არ დასრულდა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი საფრთხე აიცილა, თუმცა ეს საფრთხე კვლავაც რეალურია და ქვეყანაში გადატრიალების გეგმა კვლავ არსებობს.
მისივე შეფასებით, როგორც ჩანს, ასეთი გეგმის თაობაზე ახალი თარიღი უახლოეს პერიოდში ხელახლა იქნება გაცხადებული და ამის დასტურია მათ შორის, ქალბატონ ელინას ყოფნა უკანონოდ გადაკეტილ ცარიელ რუსთაველზე, საკუთარ ელჩთან ერთად, რაც ერთი მხრივ, იყო კიდევ ერთი არადიპლომატიური ნაბიჯი და მეორე მხრივ, ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა და ქვეყნის სუვერენიტეტის უდიდესი უპატივცემულობა.

მინდა მოვუწოდო ქალბატონ ელინას და საქართველოს შიდა და გარე მტრებს, რომლებსაც არ ასვენებთ დღედაღამ ფიქრი იმაზე, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, რატომ აგრძელებს ქვეყანა წინსვლას და განვითარებას?! საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილები მიღებული იქნება მხოლოდ საქართველოში! საქართველოს ბედი გადაწყდება მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით! საქართველოს ხელისუფლების ბედი გადაწყდება მისი აღმატებულება საქართველოს ამომრჩევლების გადაწყვეტილებით და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლალი მოროშკინა: “აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ”

შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის პოზიტიურ როლზე...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...