spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა" -...

“რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მიუხედავად 4 ოქტომბრის მოლოდინების გამო იმედგაცრუებისა, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს:

რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა.

4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, ამაში საკუთარი თავის დარწმუნება და როგორც ჩანს ქოცების მიერ შემოგდებული თემების, მათ შორის, ათონელის სასახლის უკრიტიკო მიღება.

რა თქმა უნდა, სინამდვილეში არსებობს რეჟიმის შიდა რყევები, მაგრამ იმისათვის რომ ამან დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევა გამოიწვიოს, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება.

რეჟიმის სრული შიდა და გარე დელეგიტიმაცია, ან ორივე ერთად რეჟიმის დელეგიტიმაცია სადღაც 80%-ით უკვე მომხდარია, სწორედ ამიტომ “ადგილობრივ არჩევნებში” მონაწილეობა იყო სრულიად უპატიებელი ცოდვა, იმიტომ რომ მისი ამოცანა იყო რაღაცის ნაცვლად (თვითონ ხვდებით ალბათ რისიც) რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის ამაღლება.

რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს. პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება.

ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ, ვინც რეჟიმთან არანაირად არ თანამშრომლობს. ამის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“ბოლოს ხშირად ვფიქრობ სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ფანატიზმს შორის და მხოლოდ განათლებაზე” –...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, სერბეთის პატრიარქის შესახებ საუბრობს, დაუკონკრეტებელი მინიშნებებით: "სერბეთის...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...