spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პროტესტის ყველა ეტაპი - შეცდომა, ფიასკო თუ მიღწევა...

“პროტესტის ყველა ეტაპი – შეცდომა, ფიასკო თუ მიღწევა – გამოცდილებად უნდა იქცეს” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში, 4 ოქტომბრის მოვლენებს და მასთან დაკავშირებით ცალკეული პირების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს თუ ვარაუდებს, ერთგვარი კრიტიკული შეფასებებით და ორგანიზატორებისადმი კონკრეტული შეთავაზება-მიმართვით ეხმაურება:

სპეკულაციები – როგორ შეხვდა სუს-ის ყოფილი უფროსი კონსპირაციულ ბინაში მავანთა და მავანთ – მორიგი “თვითთერაპიაა”ან შიდა-პარტიული ომების ძალთა გარე-ჭიდილი, რომელიც შეიძლება ძალიან სახიფათოდ დამთავრდეს ზოგიერთებისთვის: ამ ბოდვების გამო შეიძლება კიდევ დაიჭირონ ვინმე.

ლილუაშვილი ისეთი დეგენერატი არ მგონია, ფარულ ბინებში ხვდებოდეს ყველაზე მყვირალა ოპოზიციონერებს. ისევ სასურველის რეალობად გასაღების ფაზაა!

დაიჯერეთ, რომ ადამიანებს რაღაც უნდოდათ და შეცდნენ! ან ნაივურები იყვნენ ან უბრალოდ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ რეალობაზე. თუ ასე არაა, მაშინ ღიად უნდა თქვან, ვინ ვისგან იღებდა რაიმე ინფორმაციას ან დაპირებას, რადგან სხვა შემთხვევაში ისევ იგივე შეცდომას დაუშვებენ სხვებიც.

პროტესტის ყველა ეტაპი – შეცდომა, ფიასკო თუ მიღწევა – გამოცდილებად უნდა იქცეს. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც მოხდეს ასე! თუ ეს იყო რეალობის სასურველად წარმოჩენა, ნაივურებმა ყველაზე დიდი საფასური გადაიხადეს ამისათვის – თავისუფლება დაკარგეს, მაგრამ თუ ეს რაღაც სხვა იყო, “სადღეგრძელოები” გმირობაზე და თავგანწირვაზე ახლა არავის სჭირდება, – თქვან!

უმთავრესი რეალური მიღწევა კი ისაა, რომ 4-ში ქართული საზოგადოება ივანიშვილის სპეცოპერაციის მიმართ (ე. წ. არჩევნების ანუ) ბოიკოტის რეჟიმში დარჩა და თავი დიდად არავის მოუტყუებია ზედმეტი ეგზალტაციით.

განწყობების მართვა უნდა შევძლოთ. დემონსტრაციებზე უპასუხისმგებლო მოწოდებების კეთების შესახებ და ზოგადად საჯაროდ თქმული სიტყვების რევიზიაზე სხვა დროს დავწერ“, – აცხადებს ლაშა ბუღაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...