spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თავისუფალი მენახოს მალე, რაც მთავარია ჯანმრთელად და მხნედ!"...

“თავისუფალი მენახოს მალე, რაც მთავარია ჯანმრთელად და მხნედ!” – ნიკოლოზ რაჭველი პაატა ბურჭულაძეზე

ვწერ, ვშლი, თავიდან ვწერ, ისევ ვშლი, გამომდის ბანალური ტექსტი, იმიტომ რომ ვინც იცის რა მნიშვნელობის და ისტორიის მქონე პიროვნებაა მას ჩემგან შეხსენება არ ჭირდება, ვისაც არ შესწევს უნარი ან არ “აწყობს” დანახვა და გააზრება ჩემი სიტყვა მასთან ვერას გახდება. მსოფლიო მუსიკალური სამყაროსგან სოლიდარობის მორევი მოედინება, ჩვენთან საკმაოდ ბევრი კოლეგა მხოლოდ თავისთვის ჩუმად განიცდის… იმიტომ რომ არსებობს შიში, სიმწრით და შრომით მოპოვებულის დაკარგვის ან მომავალში მოპოვების შესაძლებლობის დაკარგვის!.. ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ჰ ო დ ა თავისუფალი სიტყვის თქმის, თანადგომის გამოხატვის, არმოსაწონის გაპროტესტების, საკუთარი თავის თუ ახლობლის უფლებების დარღვევის შიში რომ აღარ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი სწორედ ამ სულისკვეთებით იდგა 310 დღე რუსთაველზე 70 წელს გადაცილებული ლეგენდად ქცეული მსოფლიო ვარსკვლავი.

არანაირი სურვილი არ მაქვს შევაფასო 4 ოქტომბრის მოვლენები და არც იმის მჯერა, რომ ამ დღის უარყოფითად შეფასებულ და ჩემი აზრით პროვოცირებულ ნაწილში მას წვლილი მიუძღვის, ერთადერთი რასაც ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო თუ რა ძალა აქვს სამშობლოს სიყვარულს და რამდენად დიდებულ ყოფაზე შეიძლება გათქმევინოს უარი, საკუთარი თავისუფლების ჩათვლით…

აი ასეთი აღმოჩნდა პაატა ბურჭულაძე, ჩემი უფროსი მეგობარი და ბავშვობიდან სათაყვანებელი მუსიკოსი, სიკეთისა და სხვებზე ზრუნვის მაგალითი!

თავისუფალი მენახოს მალე, რაც მთავარია ჯანმრთელად და მხნედ! საქართველოში მალე დაბრუნებულიყოს იმ ღირებულებებით ცხოვრება, რომელიც მათაც კი გააადამიანურებს, ვისშიც ამის რესურს დღეს საერთოდ ვერ ვხედავთ…“, – აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...