spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე" -...

“რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე” – კახა კალაძე აქციების შესახებ

როგორც კი სახელმწიფომ აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, გადაბრალება დაიწყებს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში და მანამდე აგორებულ ბინძურ პროპაგანდაში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საპროტესტო აქციების და უშუალოდ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის თავადაც, აფრთხილებდნენ ყველას, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, რადგან ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება.

რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ კონკრეტული მცდელობა იმ დაანონსებული ხელისუფლების დამხობისა, რაზეც ჰქონდათ ერთგვარი კამპანია აგორებული. ამ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული ადგილობრივი ელჩები. ყველა ხვდება, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყნის გარედან იმართება, ფინანასდება, მათ ჰყავთ პატრონები, ისინი აძლევენ მითითებებს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა ეს დანაშაული და არავის მისცა საშუალება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ყველა დამნაშავეს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას რაც შეეხება, აქ პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, მეც არაერთხელ ვისაუბრე. არ გაითვალისწინეს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ვის ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებზე, კახა კალაძის თქმით, რაც არ უნდა გაემიჯნონ პროცესებს, ყველა პასუხისმგებელია, ვინც ჩართული იყო, როგორც უშუალოდ საპროტესტო აქციაში, ასევე მანამდე აგორებულ კამპანიაში.

აბსოლუტურად ყველა პასუხისმგებელია, რაც არ უნდა გაემიჯნონ და რაღაც განცხადებები აკეთონ. როგორც კი სახელმწიფო დადგა ისე, როგორც საჭიროა, აჩვენა ძალა, დაიცვა კანონი, ისინი გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყებს. მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში, ბინძურ პროპაგანდაში და გარე ძალებს, ვინც ამას უშუალოდ ხელს უწყობდა და ახალისებდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...