spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა...

“აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა აქვთ რუსებს” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე ცალკეულ ფაქტებზე მინიშნებით კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს:

აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა აქვთ რუსებს – 4 ოქტომბერს ფსევდო-არჩევნები ჩაუვარდათ, იმდენი ხალხი გამოვიდა რუსთაველზე, არავის დაუტოვა ეჭვი, რომ არჩევნებს სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს.

არც „ძალადობრივი“ აქცია ჭამა მსოფლიომ – ძალადობრივ აქციაზე შვილებით და შვილიშვილებით არავინ მიდის. აღარც რუსული ტრიუკი ჭამა ვინმემ ცივილიზებულ სამყაროში, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

ლობისტური ჯგუფი არ დატოვეს და ამერიკაში ქართველი სპორტსმენი, ყველა ააწრიალეს, რომ როგორმე აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ხიდები გადონ. პასუხად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ელჩის კარიკატურა დაიბარეს – ყური კი არ აუწიეს, ყური აახიეს. დატუქსეს, ბაზარი გაფილტრეთო.

ეუთო-მ და ევროპის კავშირმა, რა არჩევნები, რისი ლეგიტიმაცია, არანაირი არჩევნები თქვენ არ ჩაგიტარებიათო. ეგ არჩევნებად არ ჩაითვლებაო. ცრუ-დამკვირვებლები, თანაც პუტინისტი, პუტინის ლაქიები ამოუყარეს. დაცინეს ფსევდო-არჩევნებზე.

ახალი სანქციების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება სულ უფრო ახლოვდება.

საგარეოში ელჩები დაიბარეს, აღიარეთ არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება და აქცია დაგმეთო, რაზეც შეხვედრიდან სიცილ-ხარხარით გამოსული დიპლომატების პასუხი ყველამ ნახა.

მიუხედავად გაყალბებისა, ხმების ყიდვისა, ადამიანების დაშინებისა, იმაზე მეტის დაწერა ვერ შეძლეს, რაც დაიწერეს. მხარდაჭერა არ აქვთ. საპარლამენტო არჩევნები რომ ტოტალურად გაყალბდა, ეს დაამტკიცა 4 ოქტომბრის ფსევდო-არჩევნებმა. აღიარებითი ჩვენება დადეს. ყველას თვალში.
აქ არის დღეს რუსული ოცნება“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“კრიპტოვალუტა აღარ არის მომავლის ეგზოტიკა – ის აწმყოა” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

“ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ კარიერით საქართველოს ემსახურა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...