spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ავი განზრახვა არ გქონდათ, სინდისთან მართლები ხართ და...

“ავი განზრახვა არ გქონდათ, სინდისთან მართლები ხართ და საქართველოსთვის იბრძოდით” – ნუგზარ წიკლაური 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს:

მშვიდობიანი რევოლუცია, – ასე ამბობდნენ პაატაც, მურთაზიც, სხვებიც და ამატებდნენ, რომ ყველანი ბავშვებთან ერთად მიდიან რუსთაველზე – აქედანაც კი ჩანდა, რომ ამ ადამიანებს ძალადობის განზრახვა არ ჰქონდათ და საბოლოოდაც ხომ საკუთარი თავი მიიტანეს მსხვერპლად.

ძალადობრივ რევოლუციაზე ბავშვებით არ მიდიან!

მათგან არავის დაუგეგმავს სისხლი, ტერორი, აფეთქება, ძალადობრივ რევოლუციებს რომ ახლავს თან. მესერის ჯანჯღარიც რაღაც არარევოლუციური იყო, ალბათ ასჯერ რომ გვინახავს მიტინგებისას ყველა ქვეყანაში.

აბა რა იყო ის დღე? პატრიოტი ქართველების გამოსვლა იყო გარუსების, უსამართლობის, ქვეყნის დაკარგვის წინააღმდეგ: თითქოს პოეტის სტრიქონებიც მოჰქონდათ მანიფესტად: “ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ რუსები”.

და რაც მთავარია, რუსთაველზე გამოსულ ასი ათას კაცსაც ვერავინ დასწამებს ძალადობას – საგანგებოდ მშვიდებს, ლამაზებს და საქართველოზე მოფიქრალებს ❤️

თუ ვინმეს ძალადობა უნდოდა იმ დღეს, ეს იყო რეჟიმი (მერე ხო აღიარა კობახიძემ, – დავაცადეთ და რობოკოპების სახით სიურპრიზი მოვუწყვეთო). მანამდე იყო ვითომ ტროტილი საწვავის ავზებში, მიწაში “აღმოჩენილი” იარაღი, ყალბი ჩანაწერები, ასე რო გვახსენებდა საბურავების საწყობებს და ძველ ცილისწამებებს.

თუ ვინმეს ჩაუვარდა გეგმა იმ დღეს, ეს იყო რეჟიმი, რადგან არავინ არც აქ და არც მსოფლიოში, არ დაიჯერა ბავშვებიანი ძალადობრივი რევოლუციისა.

აი, ხო დაიჭირეს “ძალადობის” ორგანიზატორები, დაიჭირეს მონაწილენი, მაგრამ თვით ძალადობა არც იყო და არც არსად არის და ამიტომ დარჩა მხოლოდ რეჟიმის შურისძიება, ტერორი და ულმობლობა ყველა პატრიოტი ქართველის მიმართ; დარჩა რეჟიმის სურვილი მოგვწყვიტოს ევროპას, წაგვართვას თავისუფლება და აზიურ დესპოტიად გადააქციოს უძველესი ქრისტიანობის ქვეყანა.

ბრძოლა ბოლომდე – ამ რწმენით გრძელდება ჩვენი მოძრაობა, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია აქვს და დამარცხება არ უწერია.

დაკავების წინ თქვა მწარედ მურთაზ ზოდელავამ, – შეცდომა იყოო, რესურსიანებს არა, გულანთებულებს ენდეთ, – ისინი არ გაგყიდიანო.

ჰოდა, იცოდეს მანაც, პაატამაც და ყველამ: გულანთებულმა ხალხმა იცის, რომ ავი განზრახვა არ გქონდათ, სინდისთან მართლები ხართ და საქართველოსთვის იბრძოდით“, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლალი მოროშკინა: “აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ”

შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის პოზიტიურ როლზე...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

“ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...