spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთგვარი პოლიტიკური აპარტეიდია ქვეყანაში, "ქართულ ოცნებას" ყველაფრის უფლება...

“ერთგვარი პოლიტიკური აპარტეიდია ქვეყანაში, “ქართულ ოცნებას” ყველაფრის უფლება აქვს, სხვას არაფრის უფლება არ აქვს…” – პაატა მანჯგალაძე

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ რეალობაზე და განმარტებები გააკეთა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით:

ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. არის სტერეოტიპი, რომ პოლიტიკოსი იმალება, ჩირგვებში მიდის, მე არ დავმალულვარ, ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც არ გვიცნობს მას ვეუბნები, რომ არავინ იქ თანამდებობისთვის არ ყოფილა გასული.

თუ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, რატომ არის წარუმატებელი ეს მოძრაობები? თქვენ გგონიათ, ჩვენ არ ვიცოდით, რომ პატარა გოგო-ბიჭები დროშებით სპეცრაზმს ვერ მოერეოდნენ? ჩვენ ორგანიზებული ჯგუფი არ ვყოფილვართ, პაატამ სურათი გადაიღო და სურათის გადაღებით თუ ვინმე ორგანიზატორია…

ისტორია ხშირად დამარცხებული გმირებისაა… როგორც 300 არაგველი შევიდა დამარცხებულ ბრძოლაში, ზუსტად ასეთი ადამიანები არიან, ხალხმა უნდა გაიგონოს ჩვენი სიმართლის ხმა.

ერთგვარი პოლიტიკური აპარტეიდია ქვეყანაში, “ქართულ ოცნებას” ყველაფრის უფლება აქვს, სხვას არაფრის უფლება არ აქვს… ზიზღში არ უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი…

რატომ ვმარცხდებით? მოწინააღმდეგე მხარე არის ბრუტალური…

მოტივაციაა, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის, კონსტიტუცია იწყება – “ჩვენ საქართველოს მოქალაქეები…

მე ბრალს არ ვაღიარებ, არსებით განხილვაზე თქვენ ნახავთ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერ აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მაგრამ მოძალადე, გამქცევი, ხალხის მიმტოვებელი – არავინ გაიმეოროს, შეურაცხყოფა იქნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის...

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

“პარტიებმაც და მეტწილად პარტიულმა პოლიტიკოსებმა კარგა ხანია დაკარგეს რაიმე შინაარსობრივი ინტერესი და შერჩათ მხოლოდ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...