კვირა, ოქტომბერი 5, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც შეეხება ამ სისტემას, ის უნდა დაიშალოს ბოლომდე...

“რაც შეეხება ამ სისტემას, ის უნდა დაიშალოს ბოლომდე და აშენდეს ახალი” – ბესარიონ ალავიძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის მიერ გაჟღერებულ სკანდალურ ინფორმაციებს, ჟურნალისტი ვახო სანაია და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით:

მურუსიძე, ჩინჩალაძე, ცერცვაძე, გვენეტაძე, თოდუა და სხვები, რა თქმა უნდა, აღმოჩნდებიან ციხეში (ვის სად დარჩა ფიზიკურად გასაქცევი, ეს არ ვიცი).

დარწმუნებული ვარ, მათზე ვიდეო, აუდიო და სხვა უტყუარი მტკიცებულებების ზღვა არსებობს. ზუსტად ასევე აქვთ ამ სისხლის სამართლის დამნაშავეებს მტკიცებულებების ულევი მარაგი ერთმანეთზეც და, რაც მთავარია, დამკვეთების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ციხის ბილეთი გამოწერილი აქვთ ქვედა ეშელონის ახალ ,,ვარსკვლავებს”, მონების ახალ თაობას – გალუსტაშვილს, ჯვებესა და სხვებს, რომლებიც ასევე მისცემენ ჩვენებებს ,,მურუსიძეების” წინააღმდეგ.

ბრალდებულის სკამი ელოდებათ შუამავლებს, დამლაგებლებს და სხვა მათნაირებს.

ამ ყველაფერზე კი პასუხი მოეთხოვება ბიძინა ივანიშვილს.

ასე რომ, ჩაიწერეთ ერთმანეთი, მოაგროვეთ კომპრომატები ზემდგომებზე და ამ გზით იზრუნეთ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, თუმცა ციხეს მაინც ვერ ასცდებით.

რაც შეეხება ამ სისტემას, ის უნდა დაიშალოს ბოლომდე და აშენდეს ახალი.

ძალიან დიდი მადლობა ბესარიონ ალავიძეს. ცხადია, ყველაფერი სიმართლე თქვა. გავითვალისწინოთ, რომ ეს ინტერვიუ 3 წლის წინაა ჩაწერილი, დღეს კი უკვე აღარაა საჭირო ვინმეზე ზეწოლა, რადგან სასამართლო, როგორც ასეთი, აღარც არსებობს თუნდაც იმ უაღრესად ტრაგიკული ფორმით, რომელსაც ბატონი ბესარიონი აღწერს“, – აცხადებს ვახო სანაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დესპოტმა ივანიშვილმა ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგაც აღძრა საქმე, შვილთან “თანამონაწილეობის” გამო” – ნინო ჯანგირაშვილი

პატიმრობაში მყოფი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების...

ელისო კილაძე: “მძიმე დღეებია წინ – დაჭერები იქნება‼️”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის 2...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში შექმნილ...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...