spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა აზრი აქვს ამ სიტყვებს, მაგრამ... პრემიერი არ...

“რა აზრი აქვს ამ სიტყვებს, მაგრამ… პრემიერი არ უნდა იმუქრებოდეს” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ მუქარანარევ განცხადებას კონკრეტული შეფასებებით, განმარტებებით და მინიშნებებით ეხმაურება ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, ლექტორი არჩილ გამზარდია:

რა აზრი აქვს ამ სიტყვებს, მაგრამ… პრემიერი არ უნდა იმუქრებოდეს, პრემიერი თუ ლაპარაკობს აქციის შესახებ, უნდა ამბობდეს, რომ მოუსმენს ამ ხალხს, სულ რომ აზრი არ ჰქონდეს, უნდა სთავაზობდეს საუბარს, დიალოგს, რადგან ხელისუფლების მოწინააღმდეგე მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი კი არ არის, არამედ ზღვა ხალხია, რაც არაერთხელ გამოჩნდა.

პრემიერი, სულ რომ თავს მართლად მიიჩნევდეს, ორგანიზატორებზე კი ცუდ ფიქრობდეს, მოწინააღმდეგე, უკმაყოფილო ადამიანი ბევრად მეტია, აქციაზე მყოფ ყოველ ადამიანზე ბევრი ის უკმაყოფილო მოდის, ვინც აქციას ამა თუ იმ მიზეზით არ ესწრება და პრემიერი თუ მართლა პარტიის პრემიერი არაა და ქვეყნის პრემიერად მიიჩნევს თავს, ფორმალურად მაინც უნდა ცდილობდეს რაღაც შემხვედრის თქმას და გაკეთებას.

ეს ყველაფერი ძალაუფლების მართვის ანბანია, ყველაზე მინიმუმია.
რა პოზიციებსაც ხელისუფლება გამოხატავს, ის თავის თავს მხოლოდ მცირე ჯგუფის ხელისუფლებად გამოხატავს, მხოლოდ პარტიული ხელისუფლების სახით გამოდის და მერე ნუ ეწინააღმდეგებიან, როდესაც “ქართული ოცნების” პრემიერს უწოდებენ.

როცა იცი მმართველმა (კობახიძე იქნება თუ ივანიშვილი) რომ ფეთქებადი შეიძლება გახდეს მოცემულობა და იმუქრები, ამით ხომ ნავთს ასხამ ცეცხლზე, ამით ხომ შენი ხალხის წინააღმდეგ იღერებ მუშტს, მაშინ რანაირი მმართველი ხარ.

რაც გინდა მიუღებელი იყოს მმართველისთვის ის ხალხი, ვინც ეწინააღმდეგება, მმართველი მაშინაა სახელმწიფოს ლიდერი, როდესაც კი არ იმუქრება, არამედ რაღაცას სთავაზობს, თუნდაც აზრი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი ტონი საკუთარ ხალხთან ურთიერთობისა.

რასაც გინდა ფიქრობდე იმ ყველაფერზე, რაც ხდება, რაც გინდა არ გჯეროდეს, რაც გინდა ცუდ კუდებს ხედავდე, ამ ყველაფრის იქით ათასობით ადამიანია და არ შეიძლება ცუდი უსურვო ამ ადამიანებს.

ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ღმერთმა დაიფაროს ყველა ის ადამიანი, ვინც გულწრფელად იგდებს თავს საფრთხეში თავისი იდეალებისთვის ბრძოლაში“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...