spot_img
მთავარისპორტისაქართველოს ძალოსნობის ფედერაცია საქართველოს მთავრობას და სპორტის ხელმძღვანელობას...

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია საქართველოს მთავრობას და სპორტის ხელმძღვანელობას მიმართავს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია საქართველოს მთავრობას და სპორტის ხელმძღვანელობას მიმართავს. მიმართვა-თხოვნაში ნათქვამია, რომ მძლეოსნებს წინ ელოდებათ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშები, ამიტომ თხოვნით მიმართავენ მთავრობას, რომ ოლიმპიურ ნაკრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მოსამზადებელი შეკრებები ჩაატარონ, რადგან სპორტის ეს სახეობა უკონტაქტოა და არ ითვალისწინებს მეტოქესთან უშუალო შეხებას, ძალოსანს მხოლოდ შტანგასთან აქვს საქმე:

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების საშიშროების გამო თავიდანვე ითვალისწინებს მედიცინის წარმომადგენლებისა და მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და განკარგულებებს. ძალოსნობის ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრებმა თავიდანვე შეწყვიტეს შეკრებები და ვარჯიშს შინ, სახლის პირობებში განაგრძობენ.

მოგეხსენებათ გადაიდო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, სპორტის ზოგიერთი სახეობის წარმომადგენლებმა საერთოდ გააუქმეს წლეულს გასამართი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები თუ სხვა საერთაშორისო ასპარეზობები, თუმცა არის გამონაკლისებიც. ყოველ შემთხვევაში, ძალოსნობის საერთაშიროსო ფედერაცია ითვალისწინებს, რომ სპორტის ეს სახეობა უკონტაქტოა, რაც გამორიცხავს მეტოქესთან უშუალო შეხებას და ძალოსანს მხოლოდ შტანგასთან აქვს საქმე. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო ფერდერაცია არ გეგმავს არცერთი ჩემპიონატის გაუქმებას და შემოდგომაზე ძალოსნებს არაერთი საერთაშორისო ასპარეზობა ელით.

იმის გათვალისწინებით, რომ წინ გველოდება ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშები, გთხოვთ, რომ ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს მისცეთ მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლება.

მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაგვიშვებთ რომელიმე სპორტულ ბაზაზე, ჩვენი გუნდი იქნება საკარანტინო მდგომარეობაში და დაიცავს სოციალურ დისტანციას.

ზოგიერთი ქვეყნის ნაკრები უკვე შეუდგა მზადებას ჩემპიონატებისთვის, ჩვენ კი ისევ სახლის პირობებში ვვარჯიშობთ, რაც მოყვარულისთვის დასაშვებია, თუმცა პროფესიონალურ დონეზე შეუძლებელია სპორტული ფორმის შენარჩუნება. ვშიშობთ, ჩვენი სპორტსმენები სავარჯიშო ფორმის აღდგენას დიდ დროს მოანდომებენ, რაც საბოლოოდ შედეგებზეც იქონიებს გავლენას.

იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების,“ – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...