spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"4 ოქტომბერს გავიდეთ გარეთ და მშვიდობიანად დავაბრუნოთ ქვეყანა...

“4 ოქტომბერს გავიდეთ გარეთ და მშვიდობიანად დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციური მართვის ჩარჩოში” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით:

ბოლო პერიოდში ხშირად გაიგონებთ „ქოცი“ ლიდერებისგან ერთსა და იმავე ფრაზას, თუ ვინმე კანონს და კონსტიტუციას დაარღვევს, მკაცრად აგებს პასუხს.

მოდით, ჯერ გავარკვიოთ ვინ არღვევს კონსტიტუციას? ხალხი რომელიც არის ხელისუფლების ერთადერთი წყარო და დღეს თავის ძალაუფლებას უკან ითხოვს, თუ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომლებმაც ეს ძალაუფლება უკანონოდ მიიტაცეს?

პასუხი მარტივია, ვინც მიიტაცა ძალაუფლება, ის არღვევს კონსტიტუციას, ვინც ხალხზე ძალადობს, ის არღვევს კანონს.

დიახ, ბიძინა ივანიშვილი არის უზურპატორი რადგან არ არსებობს კონსტიტუციური თანამდებობა რომელზეც ხალხმა აირჩია იგი.

მე მესმის ხალხის სიფრთხილე, წინდახედულება, ხანდახან შიშიც, ეს ბუნებრივია ასეთ დროს მაგრამ მერწმუნეთ, „ქოცები“ უფრო მძიმედ არიან.

მათ უკეთ იციან საკუთარი ღალატი და დანაშაული. იციან, რომ ემსახურებიან არა ქვეყნას, არამედ კაცს, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

აი, ამიტომ ცდილობენ თითოეული დღე მოიგონ, რომ გადაავადონ ან აირიდონ პასუხისმგებლობა.

მაგრამ ეს დრო იწურება.

4 ოქტომბერს გავიდეთ გარეთ და მშვიდობიანად დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციური მართვის ჩარჩოში, რადგან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...