spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილმა პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს...

“მიხეილ სააკაშვილმა პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში, ჩაჯდა პუტინის ციხეში ივანიშვილის რეჟიმის საპყრობილეში და იქიდან საზოგადოებას მოუწოდა ბრძოლისკენ” – ლევან ბეჟაშვილი

4 წელი გავიდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან, რომელმაც პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში, ჩაჯდა პუტინის ციხეში ივანიშვილის რეჟიმის საპყრობილეში და იქიდან საზოგადოებას მოუწოდა ბრძოლისკენ, ეს ბრძოლა გრძელდება დღემდე, რაც უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ 4 ოქტომბერს გამოვიდეთ ასი ათასობით და დავასრულოთ რუსული რეჟიმი”, – ასე ეხმიანება 1 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და მისი დაპატიმრების 4 წლისთავს:

მიხეილ სააკაშვილმა პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში, ჩაჯდა პუტინის ციხეში ივანიშვილის რეჟიმის საპყრობილეში და იქიდან საზოგადოებას მოუწოდა ბრძოლისკენ და ეს ბრძოლა გრძელდება დღემდე.

დღეს არის პირველი ოქტომბერი, 4 წელი გავიდა რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ეს თარიღი კიდევ ერთი დამატებითი სტიმული და მოტივაცია უნდა იყოს 4 ოქტომბრისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ერთიანობით ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის რუსული რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოში.

პირველი ოქტომბერი ასევე არის თარიღი, როდესაც რუსეთმა 13 წლის წინ განახორციელა რუსული სპეცოპერაცია საქართველოში და საზოგადოებას შევახსენებ პუტინის განცხადებას, რომ ის რაც ვერ შეძლო პუტინმა და რუსეთმა 2008 წლის ომის დროს, შეძლებს ქართველი ხალხი და მათ ჰქონდათ შესაბამისი გეგმა, ეს არის ციტატა და გთხოვთ ამოიღეთ პუტინის განცხადებიდან და სამწუხაროდ, საქართველოში აღმოჩნდნენ ადამიანები ივანიშვილის მეთაურობით, რომლებმაც ეს გეგმა განახორციელეს, ეს გეგმა თავიდან შეფარული იყო, მაგრამ ყოველ წელს ამ ყველაფერს ადასტურებდნენ და დღეს აღარ არსებობს კითხვები, არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ, რომ ქვეყანას მართავენ რუსები.

ეს ყველაფერიც კიდევ ერთი დამატებითი სტიმული უნდა იყოს, რომ ხალხი გამოვიდეთ 4 ოქტომბერს ასი ათასობით ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანა შემოაბრუნოს ევროპისკენ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ ხალხის გამარჯვება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...