ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!" - ლევან ხაბეიშვილი

“გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!” – ლევან ხაბეიშვილი

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!” – ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს.

ლევან ხაბეიშვილის გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხალხს მოუწოდებს, 4 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში ტელევიზორთან და გამარჯვების აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე გავიდნენ.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე, არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან და ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა ადამიანი იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

შეგახსნებეთ, რომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოხდეს, რის შედეგადაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას გაისტუმრებენ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818 -ს

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით...

“ჩვენი ერთად დგომით უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება!!!” – ბეჟან...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში სტატუსს...

“დღემდე, როცა თვალებს ვხუჭავ, ისევ ჩემს დაკარგულ ქალაქში ვბრუნდები…” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილის, ანი...

“დესპოტმა ივანიშვილმა ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგაც აღძრა საქმე, შვილთან “თანამონაწილეობის” გამო” – ნინო ჯანგირაშვილი

პატიმრობაში მყოფი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...