spot_img
მთავარიანალიტიკა4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513...

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818 -ს

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩეველებმა გადაამოწმეს 600784-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 25 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით 9 524 -ჯერ.

მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.

საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 5-მა პარტიამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ინფორმაციას სტრატეგიული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...