spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იქ არ დაიგინა, არც შეიგინა, არც ბურთი აკენწლა,...

“იქ არ დაიგინა, არც შეიგინა, არც ბურთი აკენწლა, მაგრამ მოსკოვის ყურებს რომ ესიამოვნებოდა, ეს თქვა” – გია ჯაფარიძე მიხეილ ყაველაშვილზე

მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე კონკრეტული შეფასება-განმარტებებით და ირონიული მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყველა ჩადის და ჩასულა, ჩრდილოეთ კორეის მმართველიც, კადაფიც, ასადიც, ხრუშჩოვიც, ფიდელ კასტროც და უგო ჩავესიც, სხვა ავტორიტარი მმართველებიც. ეგ ტრიბუნა არ არჩევს, ვინ როგორი ლიდერია, ან მიიტაცა თუ არა ძალაუფლება. ყველა გამოდის. ზებრას ვერ გაუშვებდნენ, ზებრა ვერ გამოვიდოდა.

ქართულად გამოსვლა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, ეგ ფორმატი იძლევა ამის საშუალებას. მანდ ხან ქართულად გამოსულან, ხან ინგლისურად. სალაპარაკო ენა კი არაა პრობლემა, პრობლემა ისაა, რას ლაპარაკობ. იქ არ დაიგინა, არც შეიგინა, არც ბურთი აკენწლა, მაგრამ მოსკოვის ყურებს რომ ესიამოვნებოდა, ეს თქვა.

იქ ვერ გაბედეს გლობალური ომის პარტიასა და დიფ სთეითზე სისულელეების კორიანტელის დაყენება. ეგ ბოდვები საკუთარი მომხრე-ბენეფიციარების გასაბრუებლად აქვთ. ახალი ტყუილი დაამატეს საკუთარი ბაზისთვის – ტრამპი დამპირდა დაგირეკავო. ნომერი ჩააწერინა, უბრალოდ პირველის მერე არ დამირეკო, ვთიშავ, ვიძინებო. ტრამპმაც როგორ გეკადრება, პირველის მერე როგორ გავბედავ შეწუხებასო.

სინამდვილეში უკვე მეორე წელია ზედიზედ არ იწვევენ იმ ვახშამზე, სადაც უნდათ, რომ იყვნენ. ვახშამზე არ მიწვევა უკვე პოზიციაა. ფიქრი, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა არ აქვს ახალ ადმინისტრაციას, მგონი ნაწილობრივ არასწორია. ვახშამზე არ მიწვევა ეგ უკვე პოზიცია და პოლიტიკაა.

მოკლედ, სრული ფიასკო ჰქონდათ. ნუ საშოფინგოდ გავიდოდნენ. ზმანები იქნება“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...