spot_img
მთავარიარჩევნები"რატომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს ე.წ. “არჩევნებზე” წასვლა..."...

“რატომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს ე.წ. “არჩევნებზე” წასვლა…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 6 პუნქტად აყალიბებს თავის პოზიციას, თუ რატომ არ უნდა წავიდეს ხალხი 4 ოქტომბრის არჩევნებზე:

რატომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს ე.წ “არჩევნებზე” წასვლა:

1. ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმები დგას ტყუილზე.

ტყუილი არის ყველა რეჟიმის მთავარი საყრდენი. ტყუილი მარტო პროპაგანდა არ არის. ტყილია პარლამენტი, პრემიერი, პოლიცია. ტყუილია სასამართლო, რაჟდენიც კი. ყველგან და ყველაფერში ტყუილია. რეჟიმი დგას ამაზე.
ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო მონაწილეობენ ამ ტყუილში, უფროსწორად სხვადასხვა ტყუილებში. ზოგი კეთილდღეობის გამო, ზოგი შიშით, ზოგი იმიტომ, რომ იდიოტია და სჯერა.

ასეთ რეჟიმებთან ბრძოლის მთავარი ხაზი გადის ტყუილში არ მონაწილეობაზე. ეს ინდივიდუალური არჩევანია თითოეული მოქალაქის, თუმცა ჯამში, თუ ამას აკეთებს ბევრი ადამიანი, ეს იქცევა ბრძოლის გზად, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია რეჟიმს.

4 ოქტომბრის ფიქცია არ არის არჩევნები. ეს ტყუილია. დიდი ტყუილი. ამიტომ, ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამიანის წესიერი ქცევა იქნება ამ ფარსში მონაწილეობაზე უარის თქმა;

2. 4 ოქტომბერს ქართული სირცხვილის მიერ ორგანიზებულ ცირკში მონაწილეობა ხმის მიცემით, ნიშნავს შექმნილი რეალობის ნორმალიზებას.

თუ ამ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, შესაძლებელია თუნდაც ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ცვლილება, მაშინ რა გაყვირებს? რა გვინდა ქუჩაში? რატომ ვთხოვთ დასავლეთს სანქციებს? ვის ვატყუებთ?

არ არსებობს ამ ქვეყანაში არჩევნები და ამის ასობით არგუმენტით დადასტურება შეიძლება. ნორმალიზაცია აწყობთ მხოლოდ რუსებს, სხვას არავის და ნორმალიზაციის ნებისმიერი მცდელობის შედეგი იქნება რუსების მხრიდან ჯერ აბუჩად აგდება (რასაც ვხედავთ ლელოს და გახარიას შემთხვევაში), ხოლო შემდეგ ბოლომდე გასრესა. რუსეთი სხვანაირად არ იქცევა რამდენიმე საუკუნეა;

3. ქართული სირცხვილი რა რიცხვებსაც უნდა იმას დაწერს და ცხადია, გაზრდის “არჩევნებზე” მისულების რაოდენობას, რადგან ეს სჭირდებათ ისევ და ისევ ლეგიტიმაციისთვის.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩემი არც ერთი მეგობარი არ მისულა ხმის მისაცემად, ჩემი არც ერთი ნათესავი, ჩემი არც ერთი ნაცნობი, მეზობელი და ა.შ. ჩვენ ვიგრძნობთ რეალურად მისული ხალხის რაოდენობას და ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის;

4. იმასაც კი ვერ იტყვი, რომ 4 ოქტომბერს სკამებისთვის იქნება ბრძოლა.
ერთი იმიტომ, რომ არანაირი ბრძოლა არ იქნება, ვხედავთ უკვე რაც იქნება. მეორე იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რუსები დაწერენ რიცხვებს. ამიტომ, ის პარტიები, ვინც ჩაერთო ამ ცირკში და ახლა თავს აკენწლინებს ქოცებს, სინამდვილეში არიან რუსების მოწყალების იმედად. ყველა ერთად ვნახავთ, რას გაიმეტებენ მათთვის რუსების აქაური ხელის ბიჭები.

შეიძლება დაუფასონ თანამშრომლობა, შეიძლება გაჭყლიტონ ბოლომდე. უფრო ალბათ მეორე. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ე.წ საარჩევნო უბანზე მისვლას ნული აზრი აქვს, თუ უბრალოდ სულელი არ ხარ. არაფერი იქ არ წყდება;

5. ეს ცირკი იწყება ყაველაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტით.

ამ კაცს გამარჯობას არ ეუბნება არავინ და დადის, ხსნის ფეხბურთის მოედნებს. ასევე ჭიდაობის ტურნირს დაესწრო შიდა ქართლში. უბრალოდ თავმოყვარეობის ამბავია, რომ ამ რუსების კაცის კაცის მაიმუნობაში არ მიიღო მონაწილეობა და არც ირიბად არ აღიარო მისი ხელმოწერის და ინსტიტუტის ლეგიტიმაცია;

6. და ბოლოს, 4-ში იქ მისვლა და “ხმის მიცემა” იქნება იმ ოპოზიციური პარტიების ქცევის წახალისება, რომლებმაც რეალურ ბრძოლის დღეს ამჯობინეს საკრებულოებში სკამების მოპოვებით საკუთარი პარტიების “გაძლიერება”.

რა მიზეზები და არგუმენტებიც არ უნდა ჰქონდეთ (საჯაროდ რასაც ხსნიან მაგის თვითონაც არ სჯერათ), არასწორია დღეს ეგ საქციელი და არ შეიძლება მაგ საქციელის წახალისება, ჩვენივე ბრძოლისთვის იქნება დამაზიანებელი.

ამიტომ, 4-ში ყველანი რუსთაველზე და არა სახლში, არა ტელევიზორთან, არამედ რუსთაველზე.
ტელევიზორში ყურება მე დამიტოვეთ“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
17.09.25

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე...