ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19არ შეიძლება, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობა იყოს ხელისუფლების...

არ შეიძლება, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობა იყოს ხელისუფლების უკიდეგანო დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლებას მასობრივი ტესტირება/დიაგნოსტირების დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდება ეკონომიკის ამუშავება, რომელიც ხელოვნურად არის გაჩერებული, რის გამოც საქართველომ უკვე დაკარგა 4 მილიარდი ლარი. მისი აზრით, მასობრივი ტესტირების არდაწყება მიზანმიმართულად ხდება, მიზანი კი საკარინტონო რეჟიმის დახმარებით არჩევნებამდე დროის გაწელვაა, რათა ხელისუფლება შეინარჩუნონ:

„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად წელავს ქვეყანაში მასობრივი/საყოველთაო ტესტირების დაწყებას, რისი მხვერპლიც უკვე არიან მაგალითად თეთრიწყაროში ექიმები. ყველა ახალი შემთხვევა, გამოვლენილი არის იმიტომ, რომ დროულად არ ტარდება ტესტირება.

არა თუ მასობრივად ხელმისაწვდომია მთლიანად საზოგადოებისათვის, არამედ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ დიაგნოსტიკა და ტესტირება, მათაც კი არ უტარდებათ დროულად.

ამიტომ მივმართავ მთავრობას, რომ დროულად, სასწრაფოდ წარმოადგინეთ საჯაროდ დოკუმენტი, რომელშიც წავიკითხავთ რა სტრატეგიით აპირებთ ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყებას და განხორციელებას.

სწორედ თქვენი დანაშაულებრივი ქმედების გამო უკვე ორი თვეა ველოდებით ტესტებს ქვეყანაში, ვრცელდება ვირუსი და რაც ყველაზე საგანგაშოა 4 მილიარდი ლარი უკვე დაკარგა ქართულმა ეკონომიკამ. ყოველდღიურად საქართველო ღარიბდება 100 მილიონი ლარით.

დღეს გავიგეთ ინფორმაცია, რომ პარასკევს წარმოდგენილი პრეზენტაციისას ხსენებული დახმარებები, როგორც ჩანს, მხოლოდ მაისის ბოლოდან დაიწყება. ყოველ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასე განაცხადა.

ერთი მხრივ სერიოზული პრობლემაა ჯანმრთელობის კუთხით, რომელიც თქვენ შეგვიქმენით, მეორე მხრივ შიმშილისთვის გაწირვა მოსახლეობის. მიზანი ერთადერთი ხელისუფლების შენარჩუნება და პროცესის გაწელვა არჩევნებამდე რომ საქართველოს მოსახლეობის ზედამხედველები იყოთ.

ყველაფერს აქვს საზღვარი, ყველაფერს აქვს რაციონალური მარცვალი – ხომ არ შეიძლება, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა იყოს მსხვერპლი თქვენი უკიდეგანო დანაშაულებრივი ქმედებების?! ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას და გვერდზე გადგომას, რადგანაც ყოვედღიურად ვხედავთ თქვენს დანაშაულებრივ ქმედებას:

1. არ გვაქვს მასობრივი ტესტირება, შესაბამისად ვირუსი ვრცელდება. ამიტომ დროულად საყოველთაო ტესტირება;

2. ქვეყანაში ეკონომიკა გაჩერებულია ხელოვნურად და ამიტომ დროულად უნდა მოიქოქოს ეკონომიკა;

3. დროულად მშიერი ადამიანების მიზნობრივი დახმარება უნდა დაიწყოს დღეს ან ხვალ და არა ერთი თვის შემდეგ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...