შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებას" სურს რომ სტატისტიკით მანიპულაცია მოახდინოს და...

“ქართულ ოცნებას” სურს რომ სტატისტიკით მანიპულაცია მოახდინოს და ამიტომ არ აკეთებენ სწრაფ ტესტირებას – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში მასიური/საყოველთაო ტესტირება მიზანმიმართულად არ ტარდება, მიზეზი კი პოლიტიკური ქულების ჩაწერაა და „ქართულ ოცნებას“ ზედამხედველის ფუნქცია გაუტკბა. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე განმარტავს, რომ ხელისუფლება სტატისტიკით მანიპულირებს და ექიმების პოლიტიკური განცხადებების უკან არიან ამოფარებულები:

“ის, რომ საქართველოში არ ხდება მასიური, საყოველთაო ტესტირება ეს მიზანმიმართულად, გამიზნულად ხდება და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი:

პირველი – ფიქრობენ, რომ ციფრებს შეინარჩუნებენ, რათა მერე ილაპარაკონ, რომ კარგად ებრძოლეს კორონავირუსს

და მეორე – ზედამხედველის ფუნქცია, რომელიც გაუტკბა “ქართულ ოცნებას” და უნდა, რომ მაქსიმალურად გაწელოს.

სამწუხაროა, რომ ექიმები იჭრებიან პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ – ეს ძალიან ცუდია და ამ პოლიტიკურ განცხადებებს უკან ეფარება “ქართული ოცნება” რაც კიდევ უფრო ცუდია.

ბოლო დღეებში გამოჩნდა და ბოლომდე ფარდა აეხადა, თუ რას თაღლითობს “ქართული ოცნება”. ერთადერთი მათი ამოცანა არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მაინც ჩაიწერონ ქულები. მათ უნდათ, რომ სტატისტიკით მანიპულაცია მოახდინონ და ამიტომ არ აკეთებენ სწრაფ ტესტირებას, რათა სწრაფად არ დადგინდეს ვინ არის ინფიცირებული, რომ გავრცელების არეალი შეიზღუდოს და სტატისტიკას ამოეფარონ,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული...

“რით განსხვავდებიან 20-30-იანი წლების ჩეკისტებისგან?” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...