spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაკრებულოში მიუსაფარ პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

საკრებულოში მიუსაფარ პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მობინადრეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

თავშესაფრის მობინადრეთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა. ამ პროცესში მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულ თიხაზე მუშაობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, ნაქარგები, თიხისა და ხისგან დამზადებული ნაკეთობები და სუვენირები. სულ გამოფენილი იყო 100-მდე ნამუშევარი. ღონისძიებას ნამუშევრების ავტორები დაესწრნენ.

სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობენ მობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას და მხარდაჭერას და მათ გუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან. თავშესაფრის მობინადრეები სამუშაო მასალით თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მიერ არიან უზრუნველყოფილნი.

მიუსაფარ პირთა გამოფენა დაათვალიერეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძემ, მერიისa და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში, სოციალური უნარების განვითარებასა და რეალიზებაში მუდმივად გქონდეთ ჩვენი, მერიის მხარდაჭერის იმედი. 10 წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა თავშესაფრისთვის და გვიხარია, რომ ეს არ არის მხოლოდ თავშესაფარი, არამედ, ეს არის თქვენი სახლი“, – განაცხადა გამოფენაზე გელა ჩივიაშვილმა.

ზურაბ ჩიკვილაძემ ბენეფიციარებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს და მერია და საკრებულო, მსგავსი გამოფენების მოწყობაში, მომავალშიც გააგრძელებენ მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციართა მხარდაჭერას.

თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ერთდრულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. თავშესაფრის მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, პირადი მოხმარების ნივთებითა და ჰიგიენური საშუალებებით, 24 საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი, უზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...