spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით! მან დაგვარწმუნა,...

“ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით! მან დაგვარწმუნა, რომ ის უკვე დამარცხებულია!” – ლევან ხაბეიშვილი

4 ოქტომბერი უკვე არის სახალხო, ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც ხალხის გასაფორმებელია. ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით! მან დაგვარწმუნა, რომ ის უკვე დამარცხებულია! მდინარაძემ ირწმუნა, რომ მარცხდებიან და ამიტომ ამიყვანეს მძევლად! ამაზე უკეთ როგორ გვანიშნონ, რომ გამარჯვება მონდომებაზე და ერთი ხელის გაწვდენაზეა!” – აღნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში:

შიში, მარცხი, ჩამოშლა, კაპიტულაცია დააპატიმრა ივანიშვილმა და მდინარაძემ. ჩემი კი არ ეშინიათ, რეალურად თქვენი, ხალხის პანიკური შიში აქვს! ივანიშვილმა მე დამაპატიმრა, მძევლად ამიყვანა ერთი მიზეზით:

დავიჭირე დიდი, უშველებელი სარკე და ყველა ქალაქში, სოფელში, ეზოში, ეთერში, სოციალურ ქსელში, ხალხს ვაჩვენებდი, რომ დაინახეთ თქვენი გამარჯვებული სახეები, დაინახეთ, რომ ათასჯერ მეტნი ხართ! ჩაიხედეთ სარკეში და ნახეთ, რომ მარტო არ ხართ, შენ ხარ საქართველო! აი ამ დიდ სარკეს გამოეკიდნენ შლეგებივით, ამ სარკის დამტვრევას ცდილობს ბიძინა! მისი ამოცანაა, რომ სულ ჩვენი დამარცხებული, მოღუშული პირსახე გვახსოვდეს! მას ეშინია, რომ თუ ხალხი იცქირება სარკეში, დაინახავს, რომ უპირობოდ გამარჯვებულია და ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება! ამ დროისთვის ენა “ამომაგლიჯეს” სარკე ჩამომართვეს და დილეგში გამამწესეს! ბოროტ, კაცთმოძულე ივანიშვილ-მდინარაძეს, ვერ გაუაზრებიათ, რომ ეს სარკე უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დააქვს და ვერც ის გაიგეს, რომ ამასობაში, სარკე საქართველოს დროშად გადაიქცა და ის ყველა ქართველის გულშია! დიახ, ყველა ქართველს გულით დააქვს დროშა და 4 ოქტომბერს უპირობოდ დაიცავენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ – სამშობლოს!

4 ოქტომბერი უკვე არის სახალხო, ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც ხალხის გასაფორმებელია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ “ლიდერებზე” იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში “იტივტივონ”. უსმინეთ საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქტომბრის გარშემოა გაერთიანებული, ბოლომდე აპირებს იბრძოლოს!

ხომ დადასტურდა, რომ საზოგადოება ერთიანია საქართველოს გადარჩენის ბრძოლის სტრატეგიაში. ჰოდა, მათთან ერთად მოვბილიზდეთ, ერთმანეთს გადავხედოთ და მტკიცედ მოვემზადოთ!

ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით! მან დაგვარწმუნა, რომ ის უკვე დამარცხებულია! მდინარაძემ ირწმუნა, რომ მარცხდებიან და ამიტომ ამიყვანეს მძევლად! ამაზე უკეთ როგორ გვანიშნონ, რომ გამარჯვება მონდომებაზე და ერთი ხელის გაწვდენაზეა!

ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და...

საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...