spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რადიკალთა დაჯგუფება ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებს,...

“რადიკალთა დაჯგუფება ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებს, მედიას და ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას” – კახა კალაძე საარჩევნო შტაბთან გამართულ აქციაზე

ფსევდოლიბერალების აგრესიულ ჯგუფს, რომელიც ბოლო წლებია ქვეყნის აყირავების მცდელობით არის დაკავებული და უცხო ძალის დაკვეთით მოქმედებს, აქვს სურვილი, თუნდაც მცირე არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში და ხელი შეუშალოს წინასაარჩევნო კამპანიას“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საარჩევნო შტაბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მანვე მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეების მხრიდან წამოსული შეურაცხყოფებისადმი გამოჩენილი მოთმინებისთვის.

ყველამ კარგად დაინახა, რა პროცესები განვითარდა თბილისის საარჩევნო შტაბის გარშემო. რადიკალთა დაჯგუფება პროვოკაციული ქმედებებით, აგრესიით, უწმაწური შეძახილებით, გინებით, ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, მედიას, რიგით გამვლელებს, ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას. მიზანი ცხადია – საზოგადოების გახლეჩა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანაგუნდელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მოთმინებით პასუხობს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიას. ეს არის ჩვენი პასუხი მათ აგრესიაზე, მოსახლეობის პასუხი კი იქნება 4 ოქტომბერს, რაც დასრულდება თბილისის გამარჯვებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ მისთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში წარმართვა და მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია.

ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე. ბუნებრივია, ყველა, ვისაც ამ ქალაქზე შესტკივა გული, კარგად აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი მერი, ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას, როგორც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, ვაფასებ და ვუფრთხილდები ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოცხადებულ ნდობას და ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ წინაშე.

სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ დაგეგმილზე ადრე, რათა ამომრჩეველს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც უკვე გაკეთებულ საქმეებზე, ისე სამომავლო გეგმებზე.

ვფიქრობ, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს იზრუნოს თბილისზე და თბილისელებზე. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესში დაგეგმილი ღონისძიებები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, ღიად და გახსნილად ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, ვისმენთ მათ ხედვებ, მათ პრობლემებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იბფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და...

საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...