spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"წულუკიანის დასკვნა არის ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი ხასიათის და ემსახურება...

“წულუკიანის დასკვნა არის ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ რუსულ ინტერესებს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში, შეფასებებს აკეთებს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომზე და აცხადებს, რომ ამ დასკვნას ქვეყნისთვის სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს:

,,წულუკიანის დასკვნა არის ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ რუსულ ინტერესებს. ნეგატიური შედეგი უკვე დაფიქსირდა. მყისიერად, გუშინვე ჩვენ ვნახეთ განცხადება სეპარატისტული რეჟიმის, რომელმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია და არც მალავენ აღფრთოვანებას ამ დასკვნასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებენ, რომ ,,როგორც იქნა საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, აღიარა თავისი დანაშაული და ეს პირველად მოხდა ამ 17 წლის განმავლობაში” – იგულისხმება 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი. შედეგები უფრო სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე სეპარატისტების აღფრთოვანება.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უფრო შორს მიმავალ მიზნებს ემსახურება. აბსოლუტურად მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ ეს მოღალატე, სისხლიანი რეჟიმი აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას.

რატომ და რით შეიძლება გაამართლოს რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება? – ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია შემოგდებული ვერსიები კონფედერაციული მოწყობის შესახებ, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი ქვეყნების ერთობას და კავშირს. იმისთვის, რომ კონფედერაცია შედგეს საჭიროა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

მე ვფიქრობ, რომ ეს რეჟიმი ამაზე არის წამსვლელი, ვინაიდან ამას ითხოვს მათგან რუსეთი, რომ მოხდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კონფედერაციული მოწყობის ამოქმედება. თუმცა, აქ ძალიან დიდი პრობლემა არის, რომელიც სამუდამოდ დაგვაკარგვინებს ჩვენს ტერიტორიებს და ოკუპირებულის სტატუსს დაუკარგავს მათ – ეს არის ის, რომ კონფედერაციის წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ კონფედერაციის დატოვება და შემდეგ უკვე ისინი რჩებიან ჩვეულებრივ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მოქმედებენ და ხდებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. ამიტომ ვფქირობ, რომ ეს არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი.

წულუკიანის დასკვნაც იმასთან ერთად, რომ უბრალოდ ვიწრო პარტიული დავალება იყოს, რომ დაესაჯათ წინა ხელისუფლება და მათი მაღალჩინოსნები, ამასთან ერთად გადის და ცდება მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების დასჯის ფარგლებს და ემსახურება ზუსტად რომ რუსულ დავალებას, რუსულ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ რუსეთმა უნდა მიაღწიოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. ამის შემდეგ ის ჩვეულებრივად შეძლებს ტერიტორიების უპრობლემოდ მიერთებას.

წულუკიანის დასკვნა ეს არ არის უბრალოდ შურისძიება ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ რუსული გეგმის შემადგენელი ნაწილია და ,,ქართული ოცნება”, რომელიც წმინდად რუსულ ოცნებას ემსახურება, დებს ისეთ დასკვნას, რომელიც მხოლოდ რუსული ინტერესების მსახურებაშია”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ინტერვიუ ჩაწერა
ნინი ხიჯაკაძემ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...