spot_img
მთავარიარჩევნები"გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ადგილი ...

“გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის” – კახა კალაძე:

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გახარიასა და „ლელოს“ წინასაარჩევნო გაერთიანებას არ ჰყავს ის კანდიდატები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

ამასთან, მისი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა პოლიტიკას ემხრობიან ეს პარტიები.

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს როგორც მერების, ასევე საკრებულოებში წარმოდგენილი კანდიდატებით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან.

ისიც არის, რომ არ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, თუმცა ყველაზე მთავარი ის პოლიტიკაა, რომელსაც ეს კონკრეტული პარტიები ემხრობიან“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, რომ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ გარკვეულ ოლქებში კანდიდატების მოძიება ვერ შეძლეს.

თბილისის მერის განცხადებით, გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს პოლიტიკურ ველზე ადგილი არ არის.

ჩვენ ვიცით, თუ როგორ და საიდან იმართებიან ეს ადამიანები. საქართველოში წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურად წარმატების მიღწევა შეძლო, როდესაც ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, ხარ აგენტი და იმართები გარედან, მიდიხარ ყველაფერზე, თუნდაც შენი ქვეყნისა და შენი ხალხის წინააღმდეგ. ეს წარმოუდგენელია, ასეთი პოლიტიკოსებისა და, ზოგადად, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...