spot_img
მთავარიარჩევნები"პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი კიდევ უფრო...

“პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის” – კახა კალაძე

ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველაფერის გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისი უფრო კომფორტული გახდეს, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

ხედავთ, თუ რამდენი სამუშაოა ჩასატარებელი, თუნდაც მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, თავისი გამართული ინფრასტრუქტურით. პირობას გაძლევთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, პირველ რიგში, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და კიდევ უფრო მეტი ინტერესი იყოს ტურისტების მხრიდან.

ცხადია, მხოლოდ მუცნიპალიტეტი ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს თანადგომისთვის. ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება. ასევე, მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დაკანონდა იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით” – ცოტნე ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე...