ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კალაძის დასპონსორებული ვიდეო ვრცელდება წალენჯიხიდან... სად არის მსგავსი...

“კალაძის დასპონსორებული ვიდეო ვრცელდება წალენჯიხიდან… სად არის მსგავსი საქართველო? ვისთვის ამზადებს ამ ვიდეოებს?” – ხატია დეკანოიძე

თბილისის მერის, კახა კალაძის სარეკლამო ვიდეოსთან დაკავშირებით საუბრობს და კონკრეტულ მძიმე მინიშნებებს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:

კალაძის დასპონსორებული ვიდეო ვრცელდება წალენჯიხიდან.

გარუჯული, მისონის სამასევროიანი საცურაო შორტით. გრილდება მდინარეში, სადაც ადგილობრივებს გაგრილების კი არა, გავლის დროც არ აქვთ. გლეხები რომ საქონელს მიერეკებიან და ამ სიცხეში, გულგასიებული ფიქრობენ შვილების ბინის ქირაზე სექტემბრიდან.

ჭრის სულგუნს ლამაზ მეგრულ ეზოში. ეზოს ღობესთან ძვირიანი ჯიპები და კვადროციკლები დგას.

ელარჯს ვინც აკეთებს, იმ კაცს სევდიანი, ნაძალადევად ბედნიერი სახე აქვს. კამერა აიძულებს რამე თქვას.

სულგუნს დიდი ხედით გვაჩვენებს, და საკუთარ, ფილერით გადავსებულ სახეს.

ჯიპები, დაცვა, ვიდეო, ამალა – ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯზე. ხალხი იხდის. ფუფუნება ღატაკ ქვეყანაში, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურობაა.

სად არის მსგავსი საქართველო? ვისთვის ამზადებს ამ ვიდეოებს?” – წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გია ჯაფარიძე: “ქართული ოცნების” ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს და ევროპის კავშირს

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე შეფასებებს აკეთებ მმართველ...

“კარგი მთავრობა და საპატრიაარქო არ გვყავს, სად გაქრით ისტორიკოსებო?” – შალვა ნათელაშვილი

ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემის პუბლიკაციაში საუბარია აზერბაიჯანის კონკრეტულ რეგიონში მიმდინარე...

“ღრმა კრიზისშია შესული ივანიშვილი როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად” – თინა ბოკუჩავა

“კობახიძის ძალაუფლების კონსოლიდაცია ივანიშვილის უნდობლობასა და რეჟიმის კრიზისზე მიუთითებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...

“თეა წულუკიანის მამა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლებითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...