spot_img
მთავარიკანონი და სამართალისქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე საქართველოს...

სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის გავრცელების მუქარით რამდენჯერმე აიძულა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

ბრალდებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სისტემატურად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, ჩაცმულობას, მეგობრებთან ურთიერთობას და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან. გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე ინტერნეტის გამოყენებით, რამდენიმე პირსა და დაზარალებულს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...