spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიძალიან ბევრ არაკოლეგიალურ გამონათქვამებს წავაწყდი და მინდა გამოვეხმაურო...

ძალიან ბევრ არაკოლეგიალურ გამონათქვამებს წავაწყდი და მინდა გამოვეხმაურო – იაკობ ცერცვაძე

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენრტის ნერიქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. იაკობ ცერცვაძე ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და ექიმების მხრიდან ერთმანეთის მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულების გამო წუხილს გამოთქვამს.

უცვლელად გთავაზობთ ექიმის სრულ შეფასებას:

მოგესალმებით, ვინც მე მიცნობს ყველამ იცის რომ ჩემი ძლიერი მხარე არც პოსტის წერა და არც საჯაროდ გამოსვლა არ არის. იმდენი დრო მაქვს ამ კარანტინის დროს პოსტის დაწერა მომინდა. მინდა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ძალიან ბევრ არაკოლეგიალურ გამონათქვამებს წავაწყდი და მე მრცხვენია ყველას მაგივრად. თავიდანვე დავაფიქსირებ ჩემ აზრს რომ რა თქმა უნდა დასავლური და ევროპული მედიცინა ჩემთვის ძალიან მისაბაძი და დასანერგია საქართველოში, მეტსაც გეტყვით საერთოდ ნამყოფი არ ვარ ეგეთ წოდებულ სსრკს უმეტეს ქვეყნებში ასაკის გამო, მაგრამ რასაც ბოლო დროს ვუყურებ მინდა გითხრათ ამერიკელო და ევროპელი კოლეგებო თქვენ შეგიძლიათ დიდი დახმარების გაწევა ჩვენთვის პრეპანდემიამდეც შეგეძლოთ და პოსტ. პანდემიის მერეც შეგიძლიათ, ეს არის იმ უამრავი წვდომების გაზიარება ჩვენთვის რაც თქვენთვის მისაწვდომია, ეს არის ელექტრონულ საიტებზე წვდობა, ლიტარატურა, თქვენს კლინიკებში ახალგაზრდა ექიმების და ექთნების Fellowship -ზე წაყვანა, უამრავი ინსტრუმენტების გამოგზავნა, რეფერირებად ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების დახმარება, სტატიების წერის სწავლა ახალგაზრდებისთვის, მე რომ არა გერმანელი პროფესორი Peter Shmiedek რომელიც რამდენჯერმე იყო თავის ფულით ჩამოსული ჩემს კლინიკაში რამდენიმე თვით, დღემდე მიგზავნის უამრავ ინსტრუმენტებს, გამაგზავნა 10 მდე კლინიკაში მის მეგობრებთან, მე ამას ვერ გავაკეთებდი რასაც დღეს ვაკეთებ ( მიუხედავად იმისა რომ ისეთი ქართველი მენტორები მყავდა მართლა ბოლო 4 წლის განმავლობაში 20 მდე ამერიკულ და ევროპილ კინიკაში ვიყავი სულ მცირე 1 თვით და იქაც არ მინახავს ეგეთი მენტორები, პირფერობა არ მჩვევია დიდად). და თქვენგან ბევრი არ მახსენდება ასეთი, ეხლა ამ პოსტის წერის დროს ვინც გამახსენდა სტუდენტობიდანვე იყო გრიგოლია და გვეხვეწებოდა გერმანიაში გაგიშვებს ჩემი შვილი და ნიკა ვაშაყმაძე რომელიც ექიმებს უშვებს უსასყიდლოდ. თქვენ მეტი შეგიძლიათ და დაგვეხმარეთ. მადლობა,“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაკობ ცერცვაძე.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...