spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიმეტროსადგურ "მარჯანიშვილისა" და "ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელები მოეწყობა...

მეტროსადგურ “მარჯანიშვილისა” და “ახმეტელის თეატრის” მეორე ამოსასვლელები მოეწყობა – კახა კალაძის განმარტებები

მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.

დამატებითი ამოსასვლელის მოწყობის შედეგად, გაუმჯობესდება საქვეითო მისაწვდომობა და მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა, გახდება უფრო ადვილად მისადგომი.

ასევე, გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლა-ამოსვლას შეძლებენ უფრო სწრაფად და კომფორტულად. მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურების მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ინკლუზიური ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუმჯობესდება შიდა და გარე წვდომა თბილისის რამდენიმე სადგურზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პროექტის კონცეფცია შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც, მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობისთვის ამჟამად, დეტალური პროექტის მომზადება მიმდინარეობს.

აღნიშნული მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. აზიის განვითარების ბანკს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ამ ტიპის სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვანია.

გვახსოვს, პიკის საათებში მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, პრობლემური იყო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ შესვლა. შემდეგ გარკვეული პროექტი განვახორციელეთ და ამით აღნიშნული პრობლემა მოიხსნა, თუმცა მაშინვე დავაანონსეთ, რომ ახალი ჩამსვლელ-ამომსვლელების მოწყობის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” –

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...