შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკორონავირუსი 20-მდე მედიკოსს და რამდენიმე სამართალდამცავს დაუფიქსირდა -...

კორონავირუსი 20-მდე მედიკოსს და რამდენიმე სამართალდამცავს დაუფიქსირდა – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დაახლოებით 20-მდე ექიმს და რამდენიმე სამართალდამცავს დაუფიქსირდა კორონავირუსი. მისი თქმით ჯარში, ამ დრომდე, არ დასტურდება კოვიდ19. მინისტრის განცხადებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ და პრევენციის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ:

დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც არ დაფიქსირებულა კოვიდ19 და ეს გახლავთ ჯარი. არის რამდენიმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სადაც დაფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. ასევე არიან ექიმები ვისაც დაუფიქსირდათ კორონავირუსი და მათი რიცხვი დღესდღეობით გახლავთ 20-მდე. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო.

სწორედ აქედან გამომდინარე დაგეგმილი იყო ის გაიდლაინი და ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე და ასევე მიმდინარეობს გარკვეულწილად ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რომ სამომავლოდ იყვნენ მეტად დაცულები.

აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, მათ ძირითადად დაავადება აქვთ უსიმპტომოდ გადატანილი, რაც ასევე ყურადსაღებია. ჩვენთვისაც სამომავლოდ გასათვალისწინებელია, თუმცა პრევენციიდან გამომდინარე ყველა ის ექიმი, ვინც იყო აღმოჩენილი დღესდღეობით იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, რათა ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბრიფინგზე მინისტრმა ასევე ისაუბრა სწრაფი ტესტების რაოდენობაზე და აღნიშნა, რომ მაისში ტესტების რაოდენობა შეივსება 100 ათასამდე. ასევე მიმდინარეობს მრავალსაფეხურიანი ტესტირება, რაც როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე PСR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას გულისხმობს.

„ჩვენ გვაქვს 10 ათასზე მეტი PСR ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 ათას ტესტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა PСR ტესტების შეივსება 100 ათასამდე. ამ ეტაპისათვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ კიდევ გვაქვს 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე მათი თანამშრომლების ტესტირება, რის შემდეგაც ხდება PCR ტესტით გადამოწმება და საეჭვო შემთხვევებზე საბოლოო დასტურის მიღება,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...