“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ ვარაუდებზე წერს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:
“ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს ერთად იმდენი “ქეში” ფული აქვთ, იმდენი კომპრომატი ივანიშვილზე, რომ უბრალოდ ერთმანეთის ნდობა სჭირდებათ, რომ ბიძინას აყირავებაში დაეხმარონ ხალხს – 30 წუთში დასრულდება ყველაფერი.
ბიძინას იქეთ ეკვეთება მუხლები – თქვენ რომ ერთ პირში, ერთიანად, ძლიერად დაუდგეთ და “კნუტებივით” არ ელოდებოდეთ, თუ როდის ჩაგყრით ციხეში, როდის გაგაუბედურებთ, როდის ასროლინებს ვინმეს თქვენზე (რიჟვაძის მსგავსად) – დაფიქრდით 2 წუთი, რას ემორჩილებით ასინეთას (მდინარაძე) და კობახიძის იმედად დარჩენილ ივანიშვილს?!
ამას დაუმატეთ გამწარებული რიჟვაძე, ჯუანშერი, ქარსელაძე და სხვები…
ერთმანეთის ნდობა დაგაკარგვინათ ბიძინამ თორემ, რომ დასხდეთ 2 წუთში იქეთ “გააბაწრინებთ” ხალხს ბიძინას და მის ბანდას. იქნებ ღირს დაფიქრებად – ნუ თუ გამოგდით და იცით ფიქრი”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს