spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან...

“მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან ერთად, ასეთი პირი უჩანს” – ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკოსებო, თუ თქვენ შიშებს ვერ ერევით, თუ თქვენ მხოლოდ ეთერებში ლაპარაკობთ და ხალხს ლოდინში ტოვებთ — მაშინ ხალხი თვითონ წავა მშვიდობიანი რევოლუციის გზით, რადგან მესამე გზა არ არსებობს”, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში:

პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! – არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!

გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?! რა გზას ადგახართ და რეებს “ბოჟიალებთ”?!
ეთერებში სხედხართ და “აი ეს იქნება, დაველოდოთ, მოხდება, ევროკავშირი იტყვის, ამერიკა იტყვის…
გვაშტერებთ?! გვასულელებთ?!

ბრძოლის გამოცხადების გეშინიათ, რადგან ორჯერ უფრო გეშინიათ, რომ დავმარცხდებით?! ამ შიშებით გინდათ ოდესმე გაიმარჯვოთ?!
არა ძმებო, ასე არ გამოვა!!! ან ერთი ადგილის თამაშს მოეშვით და ხალხს აჩვენეთ გზა, ბრძოლა ან უბრალოდ დაბრუნდით “არჩევნებში” და ნუ წვალობთ უაზროდ!

თქვენს შიშებს, თქვენს თავს ვერ ერევით და ბიძინას გინდათ მოერიოთ ასე “მიპარვით”, დალოდებით?! 3-ჯერ ტელევიზორში გამოჩნდით და თავი კიტრებად მოგაქვთ.
ცოტა მიწაზე გაიარ-გამოიარეთ და 5-10 კაციანი უსაქმურების კლუბიდან გარეთაც გაიხედეთ.

მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან ერთად, ასეთი პირი უჩანს.
ორღობის ჭორიკანებად ჩამოყალიბდით – ყურში ჩურჩული, ამან თქვა, იმან თქვა, ამან “დაალაიქა”, იმან “გააზიარა”, ეს იმას შეხვდა, ეს ამას ესაუბრა და არჩევთ ასე, არამკითხე მოამბესავით არასაჭირო, არასაქმიან თემებს და მხოლოდ სხვისი რევიზიით, გამორკვევით ხართ დაკავებულნი.

დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება მწიფდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს!!!

პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი – 4 ოქტომბერს გამარჯვების დღედ აცხადებს და მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე მზად ვარ ვიყო ამ საქმის ერთი, რიგითი მოსამსახურე.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!” – წერს ლევან ხაბეუშვილი

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...