spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გეუბნებით მე თქვენ სრული პასუხისმგებლობით - დღეს ვინც...

“გეუბნებით მე თქვენ სრული პასუხისმგებლობით – დღეს ვინც რუსთაველზე აგდია და გზას კეტავს, არც ერთი ჯანმრთელი არ არის” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს მძიმე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

ცოტა გაოგნებული და ძაან გაბრაზებული ვარ. რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50/60 კაცი ჯოგად მოდის, აქციის მონაწილეები. უმეტესობა მათგანი ან მთვრალი ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ყვირიან, იგინებიან, იფურთხებიან…

მომენტალურად ერთ-ერთმა (ნაცმოძრაობის აგრესიული წევრია, სახელს და გვარს გავიხსენებ და პოსტს განვაახლებ) დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის… ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ.

პატრულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მალევე განარიდა არაფხიზელ ბრბოს, რომელიც მზად იყო ეს ახალგაზრდა კაცი ჩაექოლათ. მივედი ამ ბიჭთან რომელიც გათეთრებული იყო სახეზე შიშისგან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი, რომელიც საქართველოში ღირსშესანიშნაობების სანახავად არის ჩამოსული.

გეუბნებით მე თქვენ სრული პასუხისმგებლობით – დღეს ვინც რუსთაველზე აგდია და გზას კეტავს, არც ერთი ჯანმრთელი არ არის, ყველა ნარკომანი, ლოთი, ბომჟი და უსამშობლო ნაძირალაა.

მადლობა ღმერთს და პოლიციას, რომ უბედურება ავიცილეთ თავიდან და იქვე არ ჩაქოლეს ამერიკის მოქალაქე ოპოზიციის რადიკალურმა ბრბომ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღევანდელ გადაწყვეტილებების მიმღებებს ისტორია ჩარეცხავს და ზვიად რატიანი კი დარჩება მთელი ამ სიბნელის ნათელ...

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანს, სასჯელის მკაცრი...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...