კვირა, აგვისტო 3, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში,...

“არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში, მაგრამ…” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში მის მიმართ წარმოებულ მუქარებსა და ლანძღვის შესახებ საუბრობს და მიაჩნია, რომ სახელმწიფო რეპრესიის აპარატი ამუშავდა დადაიწყო სიბინძურების გავრცელება აკადემიური და კლინიკური სტატუსების შესახებ. მედიკოსი ფიქრობს, რომ როგოც ჩანს ის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რადგან საჯაროდ სიმართლის თქმა ვერავინ გაბედოს:

ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის მთელი აპარატი. დაიწყო სიბინძურის გავრცელება ჩემი აკადემიური და კლინიკური სტატუსის შესახებ; გადასწვდნენ ჩემს გენეალოგიას ხუთი თაობის წინ; აპელირებას აკეთებენ სამედიცინო ეთიკის დარღვევაზე; პირადი ფოსტა გაივსო მუქარისა და ლანძღვის შემცველი წერილებით.

თუკი რაიმე სიბილწის მოფიქრება შეიძლებოდა, ყველა არხი ამუშავებულია.
ამაში ტროლებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც. მოთხოვნა ერთია: შევიდე სასწრაფოდ “ბუტკაში”.

ალბათ კიდევ ბევრ “საოცრებას” ვიხილავ ამ დღეებში. როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის საჯაროდ ლაპარაკი.

არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში, მაგრამ…

მე არ ველი მხარდაჭერას არავისგან, გარდა უახლოესი მეგობრებისა. ძალიან ადვილი იქნებოდა ფეისბუქის გამორთვა და გაუჩინარება, მაგრამ მინდა ახალგაზრდა კოლეგებმა “ლაივში” უცქირონ ამ პროცესს და გაიაზრონ რაც ხდება. ნახონ როგორ მოქმედებს სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, რომელიც წახალისებულია საზოგადოების მნიშვნელოვანი სპექტრის შეკვეთით.

მათ უნდა იცოდნენ, თუ რა ფსიქოლოგია აქვს ბრბოს, რომელიც უმწეო ქალს ქოლავს ქვებით რელიგიური ეთიკის დარღვევის გამო და როგორ ხდება ამ ფსიქოლოგიის რაფინირება შედარებით უფრო განვითარებულ საზოგადოებაში. 90-იანებში უკვე ვნახე ეს. არ მეგონა თუ ოდესმე საკუთარ თავზეც განვიცდიდი. არა უშავს, ეს “ლაივ” გაკვეთილი ძალიან ბევრს აუხელს თვალს,“ – წერს ფეისბუკის პირადი გვერდზე ზურაბ გურული.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ გურულსა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს შორის დაპირისპირება პაციენტების “პლაქვენილით” მკურნალობის მიზანშეწონილებასთან დაკავშირებით დაიწყო.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...