პარასკევი, მაისი 3, 2024

ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალური ოფისი შეშფოთებულია, თუ რატომ არ დაიწყო მთავრობამ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა – გიორგი ვაშაძე

სავალუტო ფონდის ვაშინგტონის ცენტრალურ ოფისთან კომუნიკაცია ჰქონდა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს. ოპოზიციონერი ლიდერი განმარტავს, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს საქართველოსთან მიმართებაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აწუხებთ და მათი შეუსრულებლობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ:

გუშინ ხანგრძლივი საუბარი მქონდა ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან. სამი საკითხი, რომელიც მათ შეშფოთებას იწვევს:

1. რატომ არ დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამ დრომდე შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა;

2. რატომ იცრუა 500 მილიონთან დაკავშირებით, რადგან სავალუტო ფონდისგან წელს დამატებით მხოლოდ 280 მილიონის დახმარებაზეა საუბარი. ამასთან არ აქვთ ინფორმაცია, რამდენად რეალურია სამმილიარდიანი დახმარების საკითხიც;

3. რატომ არ იწყება მასობრივ ტესტირება, რადგან შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამუშავების ერთადერთი გზა არის მასობრივი ტესტირება, მათი მონაცემებით საქართველო ყოველდღიურად დაახლოებით 100 მილიონით ღარიბდება.

საქართველოს საკითხის განხილვა სავალუტო ფონდში პირველ მაისს არის ჩანიშნული, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან სისტემური და აქტიური მუშაობა, რათა მოზიდულ იქნას მაქსიმალური ფინანსური რესურსები, რაც საჭიროა კრიზისის გადასალახად,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული