spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს წუთები სხვა ამოვარდნაა ცხოვრებიდან, მეხსიერების და ყოველდღიურობის...

“ეს წუთები სხვა ამოვარდნაა ცხოვრებიდან, მეხსიერების და ყოველდღიურობის ჯადოსნური განდევნა – უნებლიე მაგიური აქტი” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობის კონკრეტულ ისტორიას ემოციურად, რომანტიკულად აღწერს ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

აგვისტოს ღამეები სხვა ფიქრებს გულისხმობდნენ. მათსავით მოკლეს და არეულს. სიზმრებიც ეგეთი შეკვეცილია და უცაბედი. ამიტომაც, აგვისტოს ღამეს, ჯობდა აივანზე ვმსხდარიყავით, თხილი გვერჩია და ხმა არ ამოგვეღო.

თხილის რჩევა დაკვირვებას არ მოითხოვს – ჩვენი მზერა ჰორიზონტზე დაღვრილ სილურჯეს მიშტერებია. მზერა ჯიუტია. ლურჯი – ბაცი და ცხელი, ტლანქი და ნოტიო. უსიტყვოდ და უფიქროდ ვარჩევთ. მე, ბებია და მამა. ეს წუთები სხვა ამოვარდნაა ცხოვრებიდან, მეხსიერების და ყოველდღიურობის ჯადოსნური განდევნა – უნებლიე მაგიური აქტი. თითქოს ერთად ვართ და ვეღარ ვამჩნევთ ერთმანეთს. და ვერც საკუთარ თავს ვამჩნევთ. ამ დროს მხოლოდ აგვისტო დგას და ყველა სხვა თვე იმაზე შორსაა, ვიდრე ჩვეულებრივ.

უფ, მევითავეთ, კაი ვქენით!

ამბობს უცებ მამაჩემი და ჩვენ ვბრუნდებით. ეს მამაჩემის უმთავრესი სიტყვები იყო. ყველაფერზე ასე ამბობდა. ,,მოსათავებლი იყო და მევითავე’’ – ბარვაზე, თოხნაზე, ჭამაზე და ძილზეც კი. იფიქრებდი, რაღაცის მოსწრებას ლამობსო.
ახლა რომ შეეძლოს, ზუსტად ვიცი, მივიდოდა და მეტყოდა: ,,უფ, მერე რაია, რომ მოვკტი კაცო, მოსათავებელი იყო მაი და მევითავე’’ და მეც და შენც ხომ ვიცით, რომ ეს მართლა ასეა? რომ სიკვდილი მოსათავებელი ამბავია – ადრე თუ გვიან. აგვისტოსავით… წერილები ჩემი ბავშვობიდან“, – გიორგი კეკელიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...