ძმის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალებას განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის თაკო ჩარკვიანი. იხსენებს მამისა და ძმის ემოციურ ისტორიას, ფოტოთი გადმოცემულს…:
“დამათენდა… ვუსმენ ახლა და… ასეა…
ჯანსუღ ჩარკვიანის მართლა საოცარ ლექსებზე შექმნილი, მამუკა ჩარკვიანის საოცარი სიმღერები უთუოდ დარჩება ხალხში – უფრო ზუსტად რომ ვთქვა – დარჩა.
ამ ფოტოზე: ჯანსუღის ლექსზე შექმნილ სიმღერას ასმენინებს მამუკა…
ჩემი განძი – ჯანსუღი… მამუკა…
როგორც ჯანსუღი იტყოდა:
“შენი მშვენიერი სევდა, გულში შევინახე მარად, თუმცა არა ჩანხარ გხედავ, ცრემლი როგორ დაგდის ღვარად”, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.