spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის...

“ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესაფასებლად…” – ზურაბ გურული

ალასკაზე აშშ-რუსეთის მაღალი დონის შეხვედრას, კონკრეტული შეფასება-განმარტებებით, ეხმიანება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული:

შეხვედრა მოკლედ შეიძლება შეჯამდეს უკიდეგანო და უიმედო მემარცხენე ჟურნალისტის, ფარიდ ზაქარიას ერთი წინადადებით: – პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნის კრედიტი იმისათვის, რომ მტკიცედ იდგა და არანაირ წამგებიან შეთანხმებაზე არ წასულა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა. – შეთანხმება ვერ შედგება, სანამ შეთანხმება ვერ მოხდება – თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. ეს ერთი წინადადება არის ამერიკის პრეზიდენტის შეფასება.

რუსეთის პრეზიდენტს ამ ეტაპზე არანაირად აძლევს ხელს ომის შეწყვეტა. ხორცსაკეპი მანქანა ჯერჯერობით წარმატებით მუშაობს. რუსეთის ეკონომიკა ჭრიალით, მაგრამ უძლებს დაწოლას. ამიტომ, პუტინს იმედი აქვს რომ უკრაინა უფრო ადრე გამოიფიტება და შემდეგი შეხვედრა მისთვის ბევრად უფრო მომგებიან სამხედრო რეალობაში შედგება.

პრეზიდენტი ტრამპი იძულებულია რომ დაწოლა გაზარდოს რუსეთზე. ვნახოთ, რამდენად მოახერხებს ევროპელების აყოლიებას, რომ ინდოეთთან ნავთობით ვაჭრობას შეეშვან.

უკრაინასაც მოუწევს ცოცხალი ძალის მაქსიმალური მობილიზაცია და ფრონტის ხაზზე შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მცდელობა.

ცხადია, ამ დროის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ამერიკული დაზვერვის ფსიქოლოგიური დეპარტამენტი. პუტინი ბუნაგიდან პირველად გამოვიდა და თანაც ამერიკის ტერიტორიაზე; ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესაფასებლად.

სამხედრო ბაზაზე შეხვედრა თავისთავად სიმბოლო იყო იმისათვის, რომ ერთმანეთს სამხედრო ძალით დაპირისპირებული პირები შეხვდნენ. ავიაგამანადგურებლების “ალაიაში” გატარება იყო ფსიქოლოგიური დომინირების უძლიერესი შტრიხი. უღიმღამო ტაში თუ გახუნებული, ვიწრო წითელი ნაჭრის ზოლი ამ შტრიხთან მიმართებაში სავალდებულო თავაზიანობის მინიმალურ მოთხოვნილებას წარმოადგენდა.

ამერიკის პრეზიდენტმა საჯაროდ დაუდასტურა უკრაინას პატივისცემა, როცა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკავს და შეატყობინებს შეხვედრის პერიპეტიებს.

სამწუხაროდ, “ხორცსაკეპი” მუშაობას გააგრძელებს. დიდი ალბათობით შემდეგი შეხვედრა არ მოხდება მანამ, სანამ ფრონტის ხაზზე არსებით ცვლილებებს არ ვიხილავთ“, – წერს ზურაბ გურული ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...