spot_img
მთავარიარჩევნები"ქოცნებას ადგილობრივ არჩევნებზე ერთადერთი დილემა აქვს" - ნინო...

“ქოცნებას ადგილობრივ არჩევნებზე ერთადერთი დილემა აქვს” – ნინო ჯანგირაშვილი

თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” კონკრეტულ ინტერესსა და საფიქრალზე მიანიშნებს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ქოცნებას ადგილობრივ არჩევნებზე ერთადერთი დილემა აქვს: როგორ დაიწეროს მილიონი ხმა ისე, რომ 65–70%–ზე მეტი არ აიღოს. არ უნდათ მეტისმეტად დიქტატორული 80–90 %. არადა მილიონი ხმის დაწერა უნდათ, რომ დაამტკიცონ, თითქოს 2024–ის არჩევნებში მართლა აიღეს ის მილიონი ხმა და ლეგიტიმაცია შეიძინონ.

რამდენსაც უნდათ დაიწერენ, რა პრობლემაა, მაგრამ შიშობენ, ვერ დასვამენ ციფრებს. უჭირთ. არ იციან, ოპოზიციის რამდენი მხარდამჭერი მივა არჩევნებზე. დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ ძალიან ცოტა. შესაბამისად, მათი მილიონი ხმა ძალიან დიდი პროცენტი გამოდის და მთლად ეგრეც არ უნდათ რომ ეს არჩევნები ძალიან სასაცილო გამოვიდეს. არ ვიცი როგორ გადაწყვეტენ ამ დილემას. ოპოზიციისთვის ხომ არ მიაცემინებენ ხმას სხვისი პირადობის ნომრებით მიყვანილ ხალხს. იზამდნენ მაგასაც, მაგრამ ეგეთი რეალთაიმ კონტროლი ძნელია პროცესზე და შეიძლება დიდი აცდენა გამოუვიდეთ.

მოკლედ, ეგ არის დღეს ოცნების მთავარი გასაჭირი და საფიქრალი. და ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამოჯდებითხოლმე ეთერებში და ნუ იწყებთ მტკიცებას, რომ ამ არჩევნების გაყალბებას არც ეცდება ოცნება და რაში ჭირდება. სულ რომ მარტო მონაწილეობდეს მაინც გააყალბებს. აღარ შეუძლია სხვანაირად“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართველების წინააღმდეგ მიმდინარეობს გენოციდი. მკვლელობების ის რაოდენობა, რომელიც ხდება ნარკოტიკებთან დაკავშირებით, სხვა არაფერია” –...

ნარკომანიის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე: "ქართველების...

“ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ “ოცნება” თვითონვე ისტერიულად აპოლიტიზირებს ამ ამბავს”...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ეს არის დიდი ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას აუცილებლად ყველანი ერთად აღვნიშნავთ” – გიორგი...

,,ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე...