“ქრონილა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე კონკრეტულ საკითხებზე, თემებზე, ფაქტებზე აკეთებს აქცენტს და შექმნილი რეალობის მიზეზს განმარტავს:
“2013 წლის მერე, “ოცნება” მუშაობს არნახული პროპაგანდით, დაიწყო მიშათი, სანდრათი, განაგრძო პიჯაკების საქმით, ლეგენდებით მოპარულ მილიარდებზე, დააგვირგვინა “ომი გინდათ” კამპანიით და წულუკიანის კომისიით!
დეზინფორმაციას მხოლოდ ერთეული ადამიანები ებრძოდნენ, ჩემთვის ღია იყო მაშინდელი “რუსთავი 2-ის ეთერი და მიშას პატიმრობის მერე, დაიხურა “მთავარი არხი”!!
ცოცხების “გმირი” რომ ვიპოვე, მოყვა როგორ გადაიღო ბედუკაძემ ათი კადრი კარგი სცენის დასადგამად, და რა მოხდა?!
დადუმდა ენმ, “მთავარი არხი”, მიშას ე.წ. თანამებრძოლები, ისევე როგორც წლები დუმდნენ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეზეც!
ჰოდა, წააგეთ საინფორმაციო ომი და ახლა ამ ომის შედეგებს იმკით, მეგობრებო‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.