spot_img
მთავარიევროკავშირი"ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა" - კახა...

“ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა” – კახა კალაძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე

ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ დაყენებული პირობების შესრულების ვადის 31 აგვისტოს ამოწურვის თაობაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტეთან საუბრისას აღნიშნა, ყველა განცხადება იმის შესახებ, თითქოს ისინი ზრუნავენ ქართველ ხალხზე, ყალბია და ისინი თავიანთ ინტერესებს ემსახურებიან.

ეს არის უბრალოდ ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა. თქვენ არ გეგონოთ, მათ რაიმე კარგი ინტერესი აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, აბსოლუტურად ყველა არის ყალბი. თითქოსდა, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. თუ მართლაც ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ არ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციებს მიერთებოდა ქვეყანა, ამაზე რეზოლუციებს არ მიიღებდნენ და კაბინეტებში პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავინთი ინტერესები და საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა.

მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ესეც გასაგებია. პოლიტიკაა, დიდი ქვეყნებია, თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს ჭკუა – არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა გამოყენებული იყოს რომელიღაცა დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის. შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისი მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...