spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგარდაიცვალა მე-5 პაციენტი, მამაკაცი 68 წლის, რომელიც ბოლნისის...

გარდაიცვალა მე-5 პაციენტი, მამაკაცი 68 წლის, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო – ლალი ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 პაციენტი არის 68 წლის მამაკაცი ბოლნისის კლასტერიდან, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, და კლინიკაში აპარატულ სუნთქვაზე იყო შეერთებული. ინფორმაცია ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ მიაწოდა საზოგადოებას:

სამწუხარო ამბავი გვაქვს, გარდაიცვალა მე-5 პაციენტი, მამაკაცი 68 წლის, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო. ჩვენთან აპარატურულ სუნთქვაზე იყო უკვე კარგა ხანია.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 აპარატულ სუნთქვაზეა, 3 პაციენტი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი განვითარდა სეფტიური შოკით და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ას გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს.

ძალიან ბევრი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, მაგრამ შედეგი ვერ დადგა კარგი.

ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო 2 კვირის მანძილზე,“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

Stopcov.ge – ის ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 411; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 98; სულ გარდაცვლილი – 5; კარანტინის რეჟიმში – 5160; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579; ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3 ადამიანი გახლავთ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...