პარასკევი, აგვისტო 15, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც...

“არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რადგან საკუთრების უფლებას კანონი განსაზღვრავს, მუნიციპალიტეტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ძალით არავის გამოიყვანს.

მიდგომა არ და ვერ შეიცვლება, რადგან საკუთრების უფლებას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიღაც ძალით გამოვიყვანოთ თავისი სახლიდან და საცხოვრებელი ფართი დავუნგრიოთ. ამ საკითხზე იყო გარკვეული სპეკულაციები და მაგალითად მოჰყავდათ კერძო საკუთრებაში შეჭრილი ადამიანების გამოყვანა ან სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, მუნიციპალიტეტს არ გვაქვს ამის უფლება, არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია, იძულებით გამოვიყვანოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიშას მომხრეებს აქვთ უფლება აქციებზე მიშას პლაკატით იარონ (2013 წლიდან დადიან, როცა თქვენ ჯერ...

“ძააან” ევროპელებს მინდა შევახსენო - დემოკრატია გულისხმობს გამოხატვის თავისუფლებას,...

“აი ქოცებო თქვენი არჩევანის შედეგი. თქვენი ჯიში და ჯილაგი სამუდამოდ იქნება შერისხული” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აშშ-ს ეგიდით აზერბაიჯანსა და...

“ღალატის კომისია ანწუხელიძის მსგავს გმირებს შეურაცხყოფს, კობახიძის განცხადებები კი მოსწონს მხოლოდ რუსეთს” – იგორ...

“ღალატის კომისია ანწუხელიძის მსგავს გმირებს შეურაცხყოფს, კობახიძის განცხადებები კი...

“დარწმუნებული ვართ, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მთელი საქართველო ამათ სახელს “აბრუნებს” – ყველა ბრუნვაში” – თაკო ჩარკვიანი

საზოგადოებისათვის ცნობად სახეებს შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარ ინციდენტს, ქართული...

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...