spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა და...

“დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა და ქურდულ სამყაროსთან “ჯახს” უბრალოდ ვერ გაუძლებდა” – თინა ბოკუჩავა

დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა, ქურდულ სამყაროსთან “ჯახს” უბრალოდ ვერ გაუძლებდა, ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა დალაგდეს მერაბ ჯანგველაძესთან და ლანგარზე ამზადებს ფარცხალაძის თავს”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაში ახალი გარემოებების გაჩენას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და სკანდალურ განმარტებებს აკეთებს:

ივანიშვილის რუს-ქოცობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მისი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გადაჯაჭვულ-შეზრდილი ინტერესებია. ქურდული სამყაროს კლანური გავლენების ბალანსირება პუტინიზმის და პუტინისტური რეჟიმების მახასიათებელი მმართველობის სტილია, სადაც ძალაუფლების ფუნდამენტი არ არის ხალხი და ხალხის ნდობით აღჭურვილი დემოკრატიული ინსტიტუტები.

ახლა რა ხდება ქოცისტანში: მას შემდეგ რაც ლევან ჯანგველაძე ჭავჭავიძის გამზირზე მოკლეს, მერაბ ჯანგველაძემ, მისმა ძმამ, რომელიც კანონიერ ქურდად იწოდება და ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, ივანიშვილს გომელაური და ლილუაშვილი – ბიძინასთვის ძვირფასი და სანდო კადრები მოახსნევინა, რომლებმაც ვერ შეძლეს დაპირებისამებრ საქართველოში ჯანგველაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დამკვეთი რომ ფარცხალაძეა, მასსა და ჯანგველაძის შორის რუსეთიდან მომდინარე ანგარიშების გასასწორებლად, ეს იცოდა ორივე მხარემ – გარდაცვლილის ოჯახმაც და ბორია ივანიშვილმაც.
თუმცა, გარდაცვლილის ძმამ ორი მაღალჩინოსნის მოხსნა არ ჩათვალა საკმარისად და დამკვეთის თავი მოსთხოვა ივანიშვილს.

კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არასოდეს მქონია. შესაბამისად, არ ვიცნობ ამ სამყაროს, მათ “გაგებას”, მათ წესებს, მაგრამ სამართლიანობის ყველა სტანდარტით, სავსებით გასაგებია გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძის ოჯახის მოთხოვნა ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით, სადაც პასუხისგებაშია, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დამკვეთიც.

ხოდა მოვედით მიქაძემდე და ახლა უკვე, როგორც ირკვევა, ფარცხალაძემდე, რომელიც არსებული ცნობებით, რუსული გვარით, მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. თუ ივანიშვილი ფარცხალაძესაც მისწვდება (და ეჭვი მაქვს მისწვდება), მერაბ ჯანგველაძე ანგარიშს გასწორებულად ჩათვლის.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს დაადასტურებს პუტინის ინტერესს – საქართველოში ნებისმიერ ფასად შეუნარჩუნოს ივანიშვილს ხელისუფლება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ფარცხალაძის მოსკოვში აყვანა სრულიად გამორიცხულია რეჟიმის თანხმობის გარეშე. ვის ვის და პუტინს ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობის არევა.

დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა და რომელიც რეალურად სახალხო ჯანყის ზღურბლზეა, ქურდულ სამყაროსთან “ჯახს” უბრალოდ ვერ გაუძლებდა. ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა დალაგდეს მერაბ ჯანგველაძესთან და ლანგარზე ამზადებს ფარცხალაძის თავს.

ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს კრიმინალური საგა, მაგრამ ფაქტია, ივანიშვილი უკიდურესად მოწყვლადია. რეჟიმი ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა. ჩემთვის მთავარი დასკვნა და მოქმედების იმპულსი ეს არის”, – წერს თინა ბოკუჩავა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...