ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მესმის ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ ალიევ-ფაშინიანის შეთანხმება...

“არ მესმის ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ ალიევ-ფაშინიანის შეთანხმება არის საქართველოს სტრატეგიული მარცხი” – გია ნოდია

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს აკეთებს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

არ მესმის ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ ალიევ-ფაშინიანის შეთანხმება არის საქართველოს სტრატეგიული მარცხი.

ჩვენი სტრატეგიული მარცხია ის, რომ გვყავს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. თეთრ სახლში ხელმოწერილმა შეთანხმებამ კიდევ ერთხელ გახადა ცხადი, რომ ეს ასეა.

თუ ვფიქრობთ, რომ სულ ამ მთავრობის ხელში ვიქნებით, მაშინ რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში და მსოფლიოში, ყველაფერი ჩვენი მარცხი იქნება.

მაგრამ ობიექტურად, ამ შეთანხმების დადება საქართველოს (მაგრამ არა ივანიშვილის მთავრობას) უკეთეს მდგომარეობაში აყენებს.

არის გამოკვეთილი მინუსი: ვკარგავთ ექსკლუზივს კავკასიაზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტებზე. ეს მართალია. მაგრამ თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ გამოდის, რომ უნდა ვოცნებობდეთ, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ ერთმანეთთან ომში იყვნენ. ეს ძალიან ვიწრო და არაპერსპექტიული ხედვაა.

უფრო ფართო და სტრატეგიული ხედვაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ვაშინგტონში და არა მოსკოვში დამთავრება, ამ ეტაპზე მაინც, რადიკალურად ცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ განლაგებას. მოსკოვმა დაკარგა მთავარი კოზირი, რაც რეგიონში ჰქონდა, ამერიკა საკვანძო მოთამაშე გახდა.

ირიბად, ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ასუსტებს. ის, სხვა ყველაფერთან ერთად, ეყრდნობოდა საზოგადოების ნაწილში პრაგმატიკოსი პოლიტიკოსის იმიჯს: რუსეთი შეიძლება მტერი იყოს, მაგრამ როცა ის ძლიერია, ხოლო დასავლეთს რეგიონი არ აინტერესებს, ჯობია, ისევ რუსეთთან „დალაგდე“, იმიტომ რომ იმის იქით გზა არა გაქვს. ამ ხედვას მოჩვენებითი დამაჯერებლობა ჰქონდა.

ივანიშვილის და მისი დამცველების გონებაში, სატრანზიტო დერეფნები იყო ივანიშვილის ბერკეტი დასავლეთთან ურთიერთობაში. ახლა ეს ბერკეტი მაინც არ მუშაობდა, მაგრამ პოტენციურად შეეძლო ემუშავა. ახლა რეჟიმმა ეს ბერკეტიც დაკარგა.

ახლა გაცილებით უფრო რთული გახდა ოდნავ რაციონალური ადამიანის თვალში პრორუსული კურსის „პრაგმატული“ გამართლება.

მტკივნეულია იმის აღიარება, რომ რეგიონში რუსეთის ბოლო დასაყრდენი დავრჩით. მაგრამ ეს ტრამპის ბრალი არ არის. ვიმეორებ: ამ რეჟიმის ხელში ჩვენთვის მომგებიანი ვერაფერი მოხდება. ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება რუსეთის და მისი ქართველი პარტნიორების ინტერესებს, მაგრამ ობიექტურად კარგია საქართველოსთვის“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ოჯახის პრობლემა, როდესაც ბავშვები იზრდებიან ეთიკის, პრინციპების და ღირებულებების გარეშე” – ფადი...

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი პრობლემური რეალობის...

“ის რაც მტერმა ვერ განახორციელა 2008-ში, მას გამოუვიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მასიური...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის გეგმებზე საუბრობს, მძიმე...

“მზია ამაღლობელმა დღეს სიჩუმით დაამხო ივანიშვილი – ერთი ქალის რევოლუცია ვიხილეთ დარბაზში” – თინა...

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს...

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ინფორმაციას ავრცელებს 4 ოქტომბერს არჩევნების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყუილად კი არა აქვს მდინარაძეს შეშლილი, შეშინებული სახე და დაბნეული რეგვენის კომენტარები” – ვახო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ მეთაურს, თორნიკე რიჟვაძესა და...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“მთელი საქართველო ამათ სახელს “აბრუნებს” – ყველა ბრუნვაში” – თაკო ჩარკვიანი

საზოგადოებისათვის ცნობად სახეებს შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარ ინციდენტს, ქართული...

“მიხეილ ყაველაშვილს ვინმემ აუხსენით, რომ…” – ელისო კილაძე

აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“აი ქოცებო თქვენი არჩევანის შედეგი. თქვენი ჯიში და ჯილაგი სამუდამოდ იქნება შერისხული” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აშშ-ს ეგიდით აზერბაიჯანსა და...