spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"4 ოქტომბერს, ვინც ქუჩაში გამოვა გასამარჯვებლად - არ...

“4 ოქტომბერს, ვინც ქუჩაში გამოვა გასამარჯვებლად – არ დამარცხდება” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საპროტესტო აქტივობებსა და 4 ოქტომბერს საზოგადოების სრულმასშტაბიან მობილიზებას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

4 ოქტომბერს, ვინც ქუჩაში გამოვა გასამარჯვებლად – არ დამარცხდება. საუბარი ნიჰილიზმზე, მორიგ მარცხზე, არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ველიდან გასაქცევად საკუთარი თავისთვის შანსის მიცემა – ღალატში საკუთარი თავის მომზადება.

4 ოქტომბერი რეალურად არ იწყება 4 ოქტომბრის დილას, ის უკვე დაწყებულია 250 დღეზე მეტია და ლოგიკურ დასასრულს მოითხოვს.

“ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, მიუხედავად მის მიმართ, ამ 13 წლის განმავლობაში, არაერთი პრეტენზიისა, ხალხი მას ითმენდა. დღევანდელი მოუთმენლობის ვითარება შექმნეს თავად, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლით და სხვა იმ უამრავი უკანონობით – დანაშაულით, რომელიც 250 დღის განმავლობაში ჩაიდინეს.

“ოცნების” პოლიტიკის მოწინააღმდეგეებსა და დამკვირვებლის როლში მყოფებს უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერი მუნიციპალური არჩევნები კი არა, ოკუპაციის გაფორმების აქტი მზადდება. ზუსტად ეგეთი, ორჯონიკიძემ დეპეშით რომ უპატაკა კრემლს: “ლენინს, სტალინს, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“!

სწორედ ეს უნდა გაიაზროს ყველამ, თვით “ოცნების” მომხრემაც.

შესაბამისად, ეს არ არის ლევან ხაბეიშვილის ბრძოლა, ეს ქართველი ხალხის ბრძოლაა და ნებისმიერი, ვისთვისაც ქართული სახელმწიფო არის იდეა, ვალდებულია ამ ბრძოლაში იყოს გულწრფელი – პირველ რიგში საკუთარ თავთან.

არავის აქვს უფლება, დათესოს ნიჰილიზმი იმაზე საუბრით – “აი, 4-შიც ტყუილად შევიკრიბებით“. ყველა ასეთი ან მსგავსი ფრაზა, იდეის და პირველ რიგში საქართველოს ღალატია, საკუთარი თავის ღალატია.

ჩვენ, სწორედ “ოცნება” გვაძლევს შანსს, 4 ოქტომბერს საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სწორ გზაზე. გვაძლევს შანსს, დავიხსნათ “ოცნების” მიერ დატყვევებული ჩვენი თანამოქალაქეები – საქართველოს რჩეული შვილები.

მადლობა ლევანს და ნებისმიერს, მიუხედავად იმის, მოგვწონს მათი პოლიტიკოსობა, ან სხვა შეხედულებები თუ არა, ვინც მზად არის, სიმბოლურად, “4 ოქტომბერს” იყოს საქართველოს რიგითი – თავგანწირული ჯარისკაცი და მოიგოს საკუთარი დიდგორი.

ჩვენ წოდებულ ვართ გამარჯვებისთვის! ჩვენ გავიმარჯვებთ!
თავისუფლება საქართველოს! თავისუფლება რეჟიმის ტუსაღებს!” – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ეკონომიკური პროპაგანდით რომ მაცივარი ივსებოდეს, რა უჭირდათ რეჟიმებს და ბიუჯეტის ქურდებს 😁” – ნიკა...

კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, მმართველი გუნდის წარმატებებზე ცალკეულ შეფასებებთან...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...