spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მზია ამაღლობელმა დღეს სიჩუმით დაამხო ივანიშვილი - ერთი...

“მზია ამაღლობელმა დღეს სიჩუმით დაამხო ივანიშვილი – ერთი ქალის რევოლუცია ვიხილეთ დარბაზში” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს და განაჩენის გამოცხადებას, ემოციური შეფასებებით ეხმაურება:

საკმაოდ ემოციური იყო იმ დარბაზში ყოფნა, ამას გეტყვით ყველა ადამიანი, ვინც იქ იყო.

დღეს ჩვენ ამ დარბაზში ვიხილეთ ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს მზია ამაღლობელმა თავის სიჩუმით უკვე დაამხო ივანიშვილი. ეს იყო ივანიშვილის დამხობა, რაც ჩვენ ვიხილეთ დარბაზში. მისი სიმტკიცით, უდრეკობით, შეუპოვრობით, ბრძოლით ამ ადამიანმა, ერთმა ქალმა ჩვენს თვალწინ ამხილა და დაამხო რეჟიმი. დიახ, ეს ნამდვილად იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილებაზე საუბარს მე საერთოდ არ ვაპირებ, რადგან არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა ორ წელს გამოაცხადებდა, სამ წელს თუ შვიდ წელს. შეიძლება ტაქტიკურად მათ ასე განსაზღვრეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი განცხრომები დაეცხროთ და ერთგვარად უკან დაეხიათ, მაგრამ მე ეს არ მიმაჩნია, რომ უკან დახევაა, ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა იმისათვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და ის ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მზია ამაღლობელის მხრიდან, ჩაცხრეს და აორთქლდეს და ეს არ უნდა მოხდეს, პირიქით, უნდა მოხდეს ამ ენერგიის კონსოლიდაცია და ამ რეჟიმის დამხობა, რომელიც ასეთ უსამართლობას სჩადის ამ ერთი ქალის წინააღმდეგ.

და ერთი რამე არ შემიძლია არ ვთქვა, ეს რეჟიმი ვითომ მუდმივად გვახსენებს და გვიმტკიცებს ფარისევლურად, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, დიახ, დღეს ნამდვილად ვიხილეთ, რომ ქალი ქალია, რომ მზია ამაღლობელი არის ამაყი, ძლიერი, პატრიოტი ქართველი ქალი, მაგრამ დგებუაძე რომ კაცი არ არის, ეს ნამდვილად დაინახა მთელმა ქვეყანამ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...