“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ერთ-ერთ კომენტარს, მძიმე შეფასებებით ეხმაურება:
“იმაზე დიდი არაადამიანობის მანიფესტი რა შეიძლება იყოს, როცა უგონოდ მყოფი მეგობარი სიცოცხლისთვის იბრძვის და გარუჯული მდინარაძე ბედავს ჟურნალისტებთან განაცხადოს – თურქეთში ოჯახთან ერთად ვიყავი და არა რიჟვაძის სანახავადო…
რაგედასვენებათ, თქვე მართლა უსამშობლოებო, სად გაგონილა მეგობარი გიკვდებოდეს და მზეს ეფიცხებოდე?!
ეს გაურკვეველი მოდგმის ხალხი, 17 მაისს ცხენებზე შემოხტებიან, ქართველობის რაობაზე პირდაბჩენილ ბრიყვებს ლექციას წაუკითხავენ და დარეტიანებულები, იმ იმედით დაიშლებიან, რომ გაისადაც დადგება 17 მაისი, როგორც ყველაფერი წმინდას ჭეშმარიტი გრაალი“, – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ცნობისათვის: მედიაში და სოცქსელებში გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მამუკა მდინარაძე თურქეთში, იქ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის სანახავად ჩავიდა, კონკრეტულ საკითხებზე დასალაპარაკებლად.