spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილაშა ბუღაძე: "ისტორიულად რევოლუციურ პროცესში ვართ"

ლაშა ბუღაძე: “ისტორიულად რევოლუციურ პროცესში ვართ”

ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მუხტთან დაკავშირებით:

,,როგორც არ უნდა ეშინოდეს ვინმეს ამ სიტყვის, ისტორიულად ჩვენ რევოლუციურ პროცესში ვართ – ძველ-რუსულ-კრიმინალურსა და ახალს შორის ჭიდილში. და ეს უკვე დიდი ხანია ასეა.

ჩემთვის ცოტა აუხსნელია, ასევე რატომ შეიძლება შეგვეშინდეს ნებისმიერი ინიციატივის, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის ოპოზიციაში და მუხტს ამაღლებს საზოგადოებაში? ან რატომ არ უნდა ახსენოს ვინმემ თუნდაც 4 ოქტომბერი? რომც არავინ ახსენოს, ხალხი ვფიქრობ მაინც გამოვა ქუჩაში.

აგერ 7 აგვისტოსაც არის დიდი აქცია და შემდეგ დღეებშიც იქნება… და, დარწმუნებული ვარ, იქნება ივანიშვილის მორიგი საცირკო სპეცოპერაციის დღესაც, რომელსაც ფორმალურად “არჩევნები” ჰქვია…

და მანამდე იქნება ეს წინააღმდეგობა, ვიდრე რუსული ბანდის დანაშაულებრივი პარპაში არ დასრულდება საქართველოში.

ყველა პოლიტიკოსს პატივს ვცემ, ვინც ივანიშვილს უქმნის დისკომფორტს და ენერგიას მხოლოდ იმაში არ ხარჯავს, რომ მხოლოდ ოპოზიციაში ჰქონდეს დომინანტის ადგილი”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...